აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერ ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად აჭარის საგანგებოსიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონს რთული და გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა. მისივე თქმით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლის განმავლობაში იმუშავა ეფექტიანად სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, ასობით შემთხვევაზე მოახდინა ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირება, რისთვისაც ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების ჩატარება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი იყოს მზად იმოქმედოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

ზურაბ პატარაძემ მეხანძრე-მაშველებს ახალ 2018 წელს მშვიდობა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს