ვიდეოკამერებმა თბილისში ყველაზე მეტი დარღვევა რუსთაველის გამზირზე, შარტავასა და ბელიაშვილის ქუჩებზე დააფიქსირეს

2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა თბილისში ყველაზე მეტი - 4 958 ჯარიმა რუსთაველის გამზირზე დააფიქსირეს. ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

"ჭკვიანი კამერების" მიერ დაფიქსირებული დარღვევებით თბილისის ქუჩებს შორის მეორე ადგილზე შარტავა - ბულაჩაურია, სადაც 2 238 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, შემდეგ მოდის ბელიაშვილის ქუჩა 1 750 ჯარიმით, მეოთხე ადგილზეა მარშალ გელოვანის გამზირი - 1 579 დარღვევით, ხოლო მეხუთე პოზიციას სააკაძე-კოსტავა - 1518 ჯარიმით იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად,

სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ინფორმაცია.

ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.

იხილეთ სტატია სრულად

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს