პრესის ასოციაციის ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეში პორნოსაიტებზე შესვლის 160 მცდელობა ფიქსირდება

ბრიტანეთის პრესის ასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეში ონლაინ პორნოგრაფიაზე წვდომის 160 მოთხოვნა კეთდება. მონაცემები გასული წლის ივნისის არჩევნების შემდგომ პერიოდს მოიცავს.

პრესის ასოციაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჯამში აღნიშნულ პერიოდში ონლაინ პორნოგრაფიაზე წვდომის 24 473 მცდელობა დაფიქსირდა იმ მოწყობილობებიდან, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქსელთან და გამოიყენება პარლამენტის წევრების, ლორდთა პალატისა და მომსახურე პერსონალის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით ამ ტენდენციის კლება შეინიშნება, მთავრობისთვის ეს მაინც პრობლემური საკითხია.

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული იყო გასულ თვეს სამსახურიდან გაეთავისუფლებინა სახელმწიფოს პირველი მდივანი დამიან გრინი მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ პოლიციას არასწორი ჩვენება მისცა 2008 წელს მის საპარლამენტო კომპიუტერებში არსებული პონოგრაფიული შინაარსის ფაილების არსებობის გამო. თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი გასული წლის ნოემბერში გადადგა მისი მიმართულებით გაკეთებული სექსუალური ხასიათის ბრალდების გამო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს