გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას თვეზე მეტია ეძებენ. სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები გიორგი დარჩიაშვილი სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავს. ოჯახის ინფორმაციით, ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა თავდაპირველად მარტყოფის მამათა მონასტერში წავიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ არ იყო.

მათივე თქმით, დარჩიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რის გამოც ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს. გიორგი დარჩიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. საქმეში ჩართულია პოლიცია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი