რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულ ი.მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი მოისმინა, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს. მოსამართლემ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე ბრალდებულ ი.მ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. კერძოდ, მას ბრალად ედებოდა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციის მუშაკის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ძალადობით წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლა.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი მოისმინა, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს. მოსამართლემ სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის, შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო