ნინო ლომჯარია - მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს პანკისში სპეცოპერაციის დროს

მე, როგორც სახალხო დამცველი, პირობას ვიძლევი, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მის ოჯახს მივუსამძიმრო. მე, როგორც სახალხო დამცველი, პირობას ვიძლევი, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გავაკეთებ მაქსიმუმს იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს, ასევე აღმოეჩინა თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს