მარიკა ლორთქიფანიძე იყო დიდი მეცნიერი და ბრწყინვალე პედაგოგი, - ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სიონის ტაძარში განაცხადა, სადაც ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, მარიკა ლორთქიფანიძე უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე მისი ლექტორი იყო და ის იყო ბრწყინვალე პედაგოგი.
„როგორც მეცნიერი, ძალიან დიდი მეცნიერი იყო და როგორც პედაგოგი ის იყო ბრწინვალე და გამორჩეული, რადგან არიან მეცნიერები, რომლებსაც შეიძლება დიდი აღმოჩენები ჰქონდეთ, მაგრამ არ აქვთ პედაგოგიური უნარი. მარიკა ლორთქიფანიძე ორივე მიმართულებით განსაკუთრებით ძლიერი და ღვაწლმოსილი იყო. მისი ლექციის მოსმენა ერთი სიამოვნება იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.