ისწავლე ბაკალავრიატსა ან მაგისტრატურაში საბერძნეთში, თესალონიკში, შეფილდის უნივერსიტეტში

ისწავლე თესალონიკში. მიიღე ბრიტანული შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხი! ეძებთ ხარისხიან განათლებას, აკრედიტირებულ და აღიარებულ ბრიტანულ აკადემიურ ხარისხს, ინტერნაციონალურ გარემოცვას და დაუვიწყარ სტუდენტურ ცხოვრებას? ამ ყველაფერს შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი შემოგთავაზებს!
შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი, CITY კოლეჯი, უნივერსიტეტის ექვსი ფაკულტეტიდან ერთ-ერთი და საზღვარგარეთ მოქმედი ერთადერთი ფაკულტეტია. შეფილდის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი ბრიტანული უნივერსიტეტია. ეს წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს 100 წამყვან უნივერსიტეტებში შედის (82-ე მსოფლიოში, 26-ე ევროპაში). სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასთან ბრიტანეთის დაკავშირებით, საერთაშორისო ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ შეფილდის უნივერსიტეტის უმაღლესი კლასის ბრიტანული ხარისხი საკუთარ რეგიონში.
საბერძნეთში, თესალონიკში მდებარე ძირითადი კამპუსით, საერთაშორისო ფაკულტეტში შედგება ოთხი აკადემიური დეპარტამენტისგან - ბიზნესის ადმინისტრირება და ეკონომიკის დეპარტამენტი, ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი და ინგლისური ენის დეპარტამენტი და გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფართო სპექტრს ინგლისურ ენაზე ბიზნესის, ფსიქოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინგლისური ენის დისციპლინებში.
შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის დინამიური ინტერნაციონალური გარემოს ქმნიან სტუდენტები და ფაკულტეტის მაღალკვალიფიციური წევრები 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. ეს უნიკალური ნარევი კიდევ უფრო ზრდის ზოგად სასწავლო გამოცდილებას ამ ჭეშმარიტად უნიკალური ინტერნაციონალურ გარემოში.
ბაკალავრიატი
სწავლის დასაწყისშივე სწორი უნივერსიტეტის არჩევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად რთული. მაღალხარისხიანი აკადემიური პროგრამები, შესანიშნავი აკადემიური პერსონალი, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისები და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ულამაზეს თესალონიკში არის რამდენიმე რამ, რასთანაც შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტზე სწავლისას სტუდენტებს აქვთ შეხება. ლექციები ტარდება ინგლისურ ენაზე. ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემის მიხედვით, ყველა საბაკალავრო პროგრამა სრულდება 3 წელიწადში და სტუდენტი იღებს შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხს. ბაკალავრიატში სწავლის დროს სტუდენტებს იძენენ ძლიერ აკადემიური ფონს და პრაქტიკული უნარ-ჩვევებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ სწავლა მაგისტრატურაში ან დაიწყონ კარიერა.
მაგისტრატურა
შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი სთავაზობს სპეციალიზირებული სამაგისტრო კურსების ფართო სპექტრს მათ, ვისაც ცოდნის გაღრმავება სურთ. პრაქტიკული სწავლების მეთოდის გამოყენებით სტუდენტები იძენენ გამოცდილებას და ფასდაუდებელ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოამზადებს. შეფილდის უნივერსიტეტის ფასეულობისა და სტატუსის, ისევე როგორც ღირებული უნარ-ჩვევების და სწავლის დროს მიღებული ცოდნის საშუალებით შეფილდის კურსდამთავრებულები ევროპასა და მთელ მსოფლიოში მოთხოვნადი ხდებიან!
100 წამყვანი მსოფლიო უნივერსიტეტიდან ერთ-ერთის ხარისხი
შეფილდის საერთაშორისო ფაკულტეტის, CITY კოლეჯის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ შეფილდის უნივერსიტეტის ხარისხი, რომელიც მსოფლიოს 100 წამყვანი უნივერსიტეტის რეიტინგში შედის.
აკრედიტირებული და აღიარებული
საერთაშორისო ფაკულტეტი აკრედიტებულია და აღიარებულია შემდეგი ოფიციალური საერთაშორისო ორგანოების მიერ: ბრიტანეთის აკრედიტაციის საბჭო (BAC), MBAs-ს ასოციაცია (AMBA), სერტიფიცირებული მენეჯმენტის ინსტიტუტი (CMI), ბრიტანეთის კომპიუტერული საზოგადოება (BCS), UK NARIC და AACSB.
მეტი აკრედიტაციებისა და აღიარების შესახებ.
საუკეთესო ბრიტანული განათლება ხმელთაშუა ზღვის აუზში
თესალონიკის უნივერსიტეტში მდებარე კამპუსით, შეფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას ეძლევათ მიიღონ უმაღლესი დონის ბრიტანული ხარისხი და ამავდროულად ისწავლონ და იცხოვრონ ნათელი, სასეირნოდ კომფორტული, ხმელთაშუაზღვის ზღვისპირა ქალაქში. მეგობრული, მრავალფეროვანი და უსაფრთხო, თესალონიკი სასწავლოდ ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება. აქ სწავლობს დაახლოებით 80.000 სტუდენტი, რომლებიც მზად არიან თქვენ მოგესალმონ!
ინფორმაცია:
E: georgia@citycollege.sheffield.eu
www.citycollege.sheffield.eu
(R)

























