ჭიჭინაძის ქუჩის რამდენიმე კორპუსსა და მე-2 ნავთლუღის დასახლების VII ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას გაზის მიწოდება აღუდგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩის რამდენიმე კორპუსსა და მე-2 ნავთლუღის დასახლების VII ქუჩაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას გაზმომარაგება ავარიულად დღეს, 17:30 საათზე, შეუწყდა.
„კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა დაახლოებით ორ საათში მოახერხეს გათიშული აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა. ამ დროისთვის ყველა გათიშულ აბონენტს ბუნებრივი აირი მიეწოდება“, – აცხადებენ კომპანიაში.