ირაკლი კობახიძე NDI-ზე - ჩვენ გვირჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ

ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები, როგორც არჩვენების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ემთხვევა თუ არა მმართველი გუნდის შიდა კვლევის შედეგები NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დროის ამ მონაკვეთში მათ შიდა კვლევა არ ჩაუტარებიათ, „აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება“.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ყოველთვის ვეყრდნობით ჩვენს შიდა კვლევებს პროგნოზების გაკეთებისას“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვის იმ ნაწილს, რომელიც პარლამენტის საქმიანობას, საზოგადოებაში მაჟორიტარი დეპუტატების ნაკლებ ცნობადობას, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს ეხება, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.

„ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა საკონსიტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყოს დასმული იმის თაობაზე - იცოდა თუ არა ხალხმა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმევა ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ის მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას მის თაობაზე როგორია საზოგადოების განწყობა“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ენდობა თუ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის არ აკეთებს კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ მმართველ გუნდს ურჩევნია საკუთარ შიდა კვლევებს დაეყრდნოს, როდესაც აკეთებენ პროგნოზს ამა თუ მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა