ნავთობის ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი კომპანია შეიქმნა - ნავთობკომპანიები „ფრეგო“ და „სელექტი“ გაერთიანდა

60-მდე ავტოგასამართი სადგურითა და 600-მდე თანამშრომლით ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი ნავთობკომპანია იფუნქციონირებს. ”ფრეგოსა” და ”სელექტის” გაერთიანების შედეგად ”სელექტის” 20-მდე ავტოგასამართი სადგური ”ფრეგოს” ბრენდისა და მენეჯმენტის ფარგლებში გააგრძელებს ოპერირებას. ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს დაფარავს.

”ფრეგოს” გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის განმარტებით, ქსელების გაერთიანება სერვისის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

”ჩვენ უკვე მრავალ ლოკაციაზე შევძლებთ მომსახურებას. ქსელი გაფართოვდა როგორც თბილისის, ისე სხვა დიდი ქალაქებისა და რეგიონალური ცენტრების მასშტაბით. მაგალითად, აღსანიშნავია, ზუგდიდი, სადაც ავტოგასამართი სადგური არ გვქონდა და ამიერიდან აქაც შევძლებთ მომსახურებას. მომხმარებლებისთვის უფრო მობილურები ვიქნებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც კორპორაციული, ისე საცალო კლიენტებისთვის. არსებობდა ადამიანების კატეგორია, რომელთაც ”ფრეგოს” მომსახურება მოსწონდათ, მაგრამ ჩვენი ერთგული მომხმარებლები არ იყვნენ პატარა ქსელის გამო. ახლა ეს პრობლემაც მოგვარებულია. გაერთიანება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ზოგადად, საქართველოში ნავთობის ბაზრის განვითარების კუთხითაც,” - განმარტავს რუსუდან რამაზაშვილი.

რებრენდიგის პროცესი უკვე დაწყებულია. ავტოგასამართი სადგურების ნაწილის გადაბარებას 1 თვე დასჭირდება. მათ ნაწილზე კი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და დახვეწაა საჭირო. აღნიშნულისთვის კომპანია ”ფრეგოს” დამატებით კიდევ 1 თვე დასჭირდება. რამაზაშვილის განმარტებით, გადაბარებისა და რებრენდინგის პროცესი 2 თვეში დასრულდება.

”რებრენდინგის შემდეგ მომხმარებელთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, რადგან ჩვენი უპირატესობები, როგორიცაა გარანტირებულად ყველაზე დაბალი ფასი, ლოიალობის ბარათი და დამატებითი ფასდაკლება, ჩასხმის სიზუსტე, უფრო ბევრ ავტოგასამართ სადგურზე იქნება ხელმისაწვდომი,” - აღნიშნავს ”ფრეგოს” გენერალური დირექტორი.

კომპანია ქსელის გაფართოებაზე მუშაობას სამომავლოდაც გააგრძელებს. პარალელურად, ”ფრეგო” გაზაფხულზე კიდევ ერთს სიახლეს - ახალი ტიპის საწვავს შესთავაზებს მომხმარებელს.

„ფრეგო“ უკვე 5 წელია რაც ქართულ ბაზარზეა და მან პოპულარობა მომხმარებელში საწვავის ხარისხის, ჩასხმის სიზუსტისა დამისაღები ფასის გამო მოიპოვა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო