პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტი შეაჯამა

ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, საქართველოს განიხილავს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში ვიზიტის შეაჯამებისას განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერის შეფასებით, დელეგაციამ დავოსში ძალიან წარმატებული და პროდუქტიული ვიზიტი ჩაატარა.

”მინდა, შევაჯამო დავოსში ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგი. ვფიქრობ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული ვიზიტი ჩავატარეთ. გვქონდა ძალიან კონკრეტული შეხვედრები, რომლებიც კონრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიხატა, არის ის, რომ ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები, იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა სერვისები შესთავაზოს საქართველოდან სხვა ქვეყნებს. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ პოლიტიკურ შეხვედრებსა და ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

”ასევე იყო პოლიტიკური შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე - საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ყველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის, რომელშიც ვიმყოფებით. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, დავოსში ჩამოსვლამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საქართველო იწყებს მომზადებას, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ქვეყანაში ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოში ჩავატაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვეტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით. შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას”, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ვახტანგ ძაბირაძე - დღეს საზოგადოებაში არ ჭარბობს განწყობა - ოღონდ ეს ხელისუფლება წავიდეს და ვინც გინდა მოვიდეს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ უნდა მოვუგოთ მწამებელ "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ მფარველებს "ოცნებიდან" (R)
გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ წინასაარჩევნო პერიოდს აფასებს
კოლიერსი საქართველოში სამშენებლო მიმართულებას აძლიერებს
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა გიცავს და გასაჩუქრებს
ჰიუნდაის დიზაინი გამარჯვებულია - DMI Design Value Awards 2020  დიზაინისთვის „Sensuous Sportiness“
„მეგატექნიკაში“ „სამსუნგის“ ფესტივალი დაიწყო