სინერჯი ჯგუფს ახალი პარტნიორი შეემატა

მაია მარჯანიძე სინერჯის ჯგუფის პარტნიორი და მმართველი გუნდის წევრი გახდა. ის კომპანიას 2013 წელს შემოუერთდა და ანალიტიკოსის პოზიციიდან დაწყებული კარიერული განვითარების ყველა ეტაპი განვლო. პარტნიორის როლში მას კომპანიის საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ამოცანა ჩაბარდა.

მაია მარჯანიძეს ამ დრომდე განხორციელებული აქვს 50-მდე ორგანიზაციული განვითარების პროექტი ისეთ ორგანიზაციებთან როგორიცაა - საქართველოს უზენაესი სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი", "წისქვილი ჯგუფი", "რესტორანი ბარბარესთან", სამშენებლო კომპანია "ანაგი", საჯარო სამსახურის ბიურო, "მეტრომარტი", ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ა.შ. საპროექტო სამუშაოს პარალელურად მაია აქტიურად მუშაობდა სინერჯიში დაგროვილი ცოდნის გავრცელებაზე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. ის გამორჩეულია თავისი ორგანიზებულობით, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, კლიენტებისადმი განსაკუთრებული მზრუნველი დამოკიდებულებით და სინერჯის, როგორც კომპანიის განვითარების პროცესებში პროაქტიული ჩართულობით.

"მაია მარჯანიძე "სინერჯის" მეხუთე პარტნიორია, ვინც კარიერა უნივერსიტეტიდან ჩვენთან დაიწყო და უნიკალური გამოცდილება მიიღო ამ ხუთი წლის განმავლობაში. მას ჰყავს კლიენტები, ვისთვისაც სინერჯი მთლიანად არის მაიკო, მათ ძალიან უყვართ და ეიმედებათ ის რთული ორგანიზაციული ცვლილებების პროცესში. მაიას პარტნიორობა ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის სამომავლო გეგმებს და მოლოდინებს." აცხადებს სინერჯი ჯგუფის მმართველი პარტნიორი, პაპუნა ტოლიაშვილი.

სინერჯი ჯგუფი 18 წელია ეხმარება კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მმართველობითი პრობლემების გადაწყვეტასა და ორგანიზაციულ განვითარებაში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა