გიორგი სილაგაძე - სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ქმედება არ ყოფილა

სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ჩემი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ქმედება არ ყოფილა, - ამის შესახებ მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გიორგი სილაგაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი სილაგაძემ გაიხსენა ის შემთხვევა, თუ როგორ ჩამოდიოდა ესკალატორზე, თუმცა, აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია მისი დაკავების მოტივი. „მე თავს მართლად მივიჩნევ, სასამართლოში ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული, როდესაც იქნება აუდიო და ვიდეომასალების განხილვა. ყველა ფაქტი მეტყველებს, თუ რამხელა უკანონობას შევეწინააღმდეგე. მეტროში დავინახე მარჯვენა მხარეს ჩოჩქოლი, გავამახვილე ყურადღება რამდენიმე წამით, თუმცა გავაგრძელე ჩემი გზა. ჩემგან არანაირი გამოწვევა და ჟესტიკულაცია არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი სილაგაძემ.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის 28 იანვარს, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. „ამ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი: 1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიციელი ასრულებს მის მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა აღნიშნულ შემთხვევაშიც და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს