საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

დღეს Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კვლევის „ცხოვრების გაციფრულება“ შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 83% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო ოთხიდან სამი მოქალაქე უპირატეს მოწყობილობად სმარტფონს ასახელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ გლობალურ ციფრულ ტრენდებს, ხოლო ინოვაციებში ზოგიერთი მიმართულებით ევროპულ პრიორიტეტებს უსწრებენ კიდეც. როგორც Mastercard-ში განმარტავენ, ამას ადასტურებს Mastercard-ის Digitalization of Life-ის კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ ციფრულ ტექნოლოგიებსა და სერვისებთან საქართველოში რა დამოკიდებულება არსებობს, რომელი ციფრული საბანკო გადაწყვეტილებებით სარგებლობენ მოქალაქეები და მოთხოვნა რომელ ინოვაციებზეა.

აღნიშნული კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ მოწყობილობად დაასახელა, როცა მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ (Mastercard Impact of Innovation) გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპონდენტთა 60% ემხრობა.

„გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდად საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპაში გამოკითხულთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი 38%-მა მიანიჭა. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიური გამოცდილება დღეისთვის უკვე აქვს,“ - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუმენტი სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა, რაც გამოკითხულთა 69%-მა ხაზგასმით დააფიქსირა, შემდეგი ადგილები კი გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობაა.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, იგორ სტეპანოვმა აღნიშნა ფინანსურ და ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირი გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები და ონლაინ-შოპინგია.

„Mastercard-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად გახსნილია საქართველო ინოვაციებისთვის. უკონტაქტო ბარათი ქვეყანაში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას - სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ბევრს ვაკეთებთ ცხოვრების ციფრული სტილის განვითარებისთვის. კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის პირველი NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით ან პლანშეტით ანგარიშსწორების დროს შესაძლებელს გახდის, თითის ანაბეჭდებისა და სახის ამოცნობის მეშვეობით უსაფრთხო გადახდები განხორციელდეს,“ -აღნიშნა იგორ სტეპანოვმა.

წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით ასევე ნათელი გახდა, რომ გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი კი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები საგადასახადო ბარათების უფრო მეტად ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და ტრანსპორტში გამოყენებას ისურვებდნენ. რაც შეეხება საკვანძო უპირატესობების ჩამონათვალი, რომელთა მიღებასაც საქართველოში ბანკებისგან ბარათების მფლობელები ისურვებდნენ, ასეთია: სპეციალური შეთავაზებები - 54%, სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობა - 48% და ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები - 48%.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ინოვაციების განვითარების პერსპექტივების ზოგადი შეფასებისას დარგებს შორის, რომლებიც გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, ინოვაციებს სხვებზე მეტად საჭიროებენ, აღმოჩნდა ჯანდაცვა, განათლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

(R)