„ამაზონის“ დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა

„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯოზეფ ბეზოსი ერთ საღამოს 6,5 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მისი კაპიტალის საერთო რაოდენობამ 123 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ბეზოსის კომპანიის აქციებმა გუშინდელი საღამოს ვაჭრობის დროს 6,2 პროცენტით მოიმატა. ახლა „ამაზონის“ მფლობელს 30 მილიარდი დოლარით მეტი აქვს, ვიდრე მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე მყოფ უმდიდრეს ადამიანს - ბილ გეითსს.

მიმდინარე წელი ჯოზეფ ბეზოსთვის წარმატებულად დაიწყო, რადგან გასულ თვეში

17,4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. „ამაზონის“ აქციებმა ბოლო თვის განმავლობაში 19 %-ით მოიმატა.

ბეზოსმა „ამაზონი“ 1994 წელს დააფუძნა. 2016 წლისთვის მისი კომპანიის ბრუნვამ 136 მილიარდი დოლარი შეადგინა. „ამაზონის“ გარდა, მას ეკუთვნის გაზეთი „The Washington Post“ და კომპანია „Blue Origin“

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება