ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას გაზი გაეთიშება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, საბურთალოზე რამდენიმე ქუჩას დღეს გაზი გაეთიშება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 6 თებერვალს, 23:30 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება ბახტრიონის ქუჩა № 3/5, № 4, № 6/3, ბროლოსანის ქუჩა № 25/27, № 25/31, № 29, № 31, პეკინის ქუჩა № 7, № 9, № 11, № 13, № 15, № 17, № 17ა, № 19, № 21, პეკინის II კვარტალი კორპუსი № 6, № 7, № 8, № 10, № 11, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა № 6, № 7, № 8, № 10, შარტავას ქუჩა № 2, № 4, № 6, № 14, № 14ა, კოსტავას ქუჩა № 72, № 74. № 76, კოსტავას № 75-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება აღდგება 7 თებერვალს, 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.

„შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, – აცხადებენ კომპანიაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს