ქართულმა კომპანიამ FINA პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ ერთი უნიკალური პროდუქტი შექმნა

პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ქართულმა კომპანიამ FINA, 2018 წლის 16 იანვარს, ბაზარზე კიდევ ერთი ახალი პროგრამული მოდული FINA აუდიტი წარადგინა. აუდიტის მოდული გამოიყენება ბუღალტრული პროგრამის მონიტორინგისთვის და პროგრამულად გატარებულ დოკუმენტაციებში უზუსტობების, ხარვეზების, ცდომილებების დასადგენად. შესაბამისად, აუდიტის მოდულის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში ხდება ბუღალტრული დოკუმენტაციის შედარება და გადამოწმება, თუ რამდენად სწორადაა მონაცემები წარმოებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის კუთხით.

აღნიშნული მოდული საშუალებას იძლევა, უმოკლეს დროში გადაამუშავოს დიდი მოცულობის მონაცემები, მარტივად აღმოაჩინოს გაუტარებელი, ან უზუსტობით გატარებული დოკუმენტები და მოგვაწოდოს ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა, უარყოფითი ნაშთები სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, აგრეთვე დებიტორებისა და კრედიტორების წინაშე. მოდულის მეშვეობით ასევე შესაძლებელია პროგრამაში მოვიძიოთ მიღებული კორექტირებული ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები, შევადაროთ სალაროში არსებული თანხები სალაროს აპარატზე გატარებულ ჩეკებს, შევამოწმოთ მიღებული ფასები, გამოვავლინოთ აუტვირთავი, ან დაუსრულებელი ზედნადებები.

კომპანია FINA 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეისათვის მის პორთფელში არაერთი უნივერსალური ქართული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტია შექმნილი და დანერგილი, რომელსაც 2000-ზე მეტი, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ორგანიზაცია იყენებს.

დღეისათვის, კომპანია FINA-ს მიერ შექმნილი და დანერგილია 1. მრავალფუნქციური საბუღალტრო პროგრამა 2. სავაჭრო პროგრამა, რომელიც წარმოადგენს „მაღაზია-საწყობის“ პროგრამულ უზრუნველყოფას გაყიდვებისა და მარაგების მართვისათვის, რომელიც ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში აერთიანებს POS მოდულს, ელექტრონულ კომერციას, მერჩენდაიზინგს, შეკვეთების, ფინანსებისა და მარაგების მართვას, 3. კაფე-რესტორნის მართვის პროგრამა, რომელიც მოიცავს POS მოდულს, ბექ-ოფისის, მარაგების კონტროლის, ანგარიშგებების და სამზარეულოს მონიტორინგს. 4. სასტუმროს მენეჯმენტის პროგრამა, რომელიც უზრურნველყოფს სასტუმროების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვას და მულტიფუნქციურ მართვას, ასევე ჯავშნების, რესტორნის, საწყობის და ფინანსური მოდულების ურთიერთკავშირს 5. დისტრიბუციის პროგრამა, რომელიც გამოიყენება, როგორც წინასწარი შეკვეთების (Pre-Selling), ასევე ბორტიდან გაყიდვების (VAN-Selling) დროს და წარმოადგენს ანდროიდ სისტემაზე ინტეგრირებულ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მთავარ სერვერთან და იმართება ცენტრალიზებულად. 6. წარმოების მართვის პროგრამა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული საბუღალტრო და სასაწყობე სისტემებთან.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა