ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, თბილისში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა მოხდება

თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა მოხდება. ამის შესახებ დღეს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკრებულოში უახლოეს დღეებში შემოვა საბიუჯეტო ცვლილების შესახებ საკითხი.

მისივე თქმით, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 50 მილიონი ლარიდან ასი ახალი ავტობუსის შეძენა მოხდება, ასევე გარკვეული თანხა გამწვანების ღონისძიებებზე მიემართება.

მაია ბითაძის განცხადებით, ეს თანხა ძირითადად სხვადასხვა ეკონომიებიდან შემოსულ დანაზოგს წარმოადგენს.

ბითაძის ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო დაფინანსების მოსაძიებლად, რათა დედაქალაქში ავტოპარკი კიდევ განახლდეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება