EBRD-მ არქი ჯგუფს ენერგოეფექტური მშენებლობისთვის 50 000 დოლარი გადასცა

არქი ჯგუფი პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც EBRD-მ ენერგოეფექტური მშენებლობისთვის სპეციალური გრანტი გადასცა. ერთი წლის განმავლობაში არქი თაუერს ექსპერტები ამოწმებდნენ. საერთაშორისო აუდიტი სამშენებლო მასალებს, კარ-ფანჯარას და შენობის თბოიზოლაციას ჩაუტარდა. შემოწმებისას დადგინდა თბოგამტარობის კოეფიციენტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. გაზომილი იქნა შენობის აღჭურვილობის ენერგოეფექტურობაც. არქი ჯგუფის მშენებლობა ენერგოეფექტურად იქნა მიჩნეული და კომპანიას 50 000 დოლარი გადაეცა.

„მოხარული ვართ, რომ არქი ჯგუფის მშენებლობის ხარისხი და ენერგოეფექტურობა საერთაშორისო ექსპერტებმა აღიარეს. ყველა ჩვენი კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით შენდება. სამშენებლოდ YTONG-ის ბლოკს ვიყენებთ, რომელიც ენერგოეფექტურობასთან ერთად ცეცხლგამძლეა და გერმანული ტექნოლოგიით ევროკავშირში იწარმოება,“ - აცხადებენ არქი ჯგუფში.

არქი ჯგუფმა აღნიშნული თანხა EBRD-ის „კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის“ ფარგლებში მიიღო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული სამშენებლო სტანდარტების დანერგვას საქართველოში.

„არქი ჯგუფი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანიას 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ მიმდინარე მშენებლობა აქვს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა