საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ვაქცინის პარალელურად, რეესტრის თანამშრომლებს სკრინინგიც გაუკეთდათ და სწრაფი-მარტივი ტესტის საშუალებით C ჰეპატიტთან მიმართებაში თავიანთი სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან ერთად გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, წითელას ვირუსის შეჩერების კამპანია ბავშვებში, მოზრდილებსა და 40 წლამდე ასაკობრივ პირთა ჯგუფში მასობრივ ვაქცინაციას ითვალისწინებს. იმუნიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება ვირუსული ინფექციის პრევენციას ისახავს მიზნად.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მასობრივი ვაქცინაცია საჯარო დაწესებულებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო და მას კამპანიური სახე ექნება. ხოლო მათ ვისაც წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმური ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ, აცრის გაკეთება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში შეეძლებათ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას