აშშ-ს და ნატოს სჭირდება ჩვენს რეგიონში მყარი და მშვიდი საყრდენი, ეს კი ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ შანსს უსაფრთხოების მყარი და გრძელვადიანი გარანტიების თვალსაზრისით

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ისეთი პირი უჩანს, რომ იგი ამგვარ მდგომარეობაში კიდევ კარგა ხანს იქნება.

რამოდენიმე კვირაა არ ცხრება საუბარი სირიაში ამერიკულ და რუსულ ძალებს შორის შეტაკებაზე, რომლის დროსაც სხვადასხვა ინფორმაციით რუსეთის კერძო სამხედრო ქვედანაყოფებმა საკმაოდ ბევრი ჯარისკაცი დაკარგა.

კრემლი მომხდარს უარყოფს, მაგრამ რუსული მედიისვე მტკიცებით, ამ შეტაკების მონაწილე ჯარისკაცებს რუსეთის არა ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ, ხოლო რაც შეეხება დაღუპულებს, მათ ოჯახებს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა სირიაში ბოლო თაობის გამანადგურებლები გააგზავნა. როგორც ჩანს, სირიაში რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება არ დასრულებულა და ახალი ფაზა ჯერ კიდევ წინაა.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება სირიაში ვაშინგტონ-მოსკოვის დაპირისპირებას? და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს პროცესები რაღაც ფორმით საქართველოსაც შეეხოს?

- პუტინი მაშინ ჩაერთო სამხედრო ძალებით სირიის მოვლენებში, როცა ვაშინგტონში ობამას ადმინისტრაცია იყო. მაშინ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა საერთაშორისო არენაზე, თუმცა რაღაც ეტაპზე აშშ-ს სირბილე და დეკადენტობა საერთაშორისო არენაზე უნდა დამთავრებულიყო, რადგან ამ სუპერსახელმწიფოს უბრალოდ არ აქვს საშუალება, თავისივე სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ითამაშოს ძლიერი როლი მსოფლიოში და არ იყოს ხისტი, როცა ამას აუციებლობა მოითხოვს. ეს მისია ახალმა ადმინისტრაციამ იტვირთა, რომელშიც, როგორც ვიცით, ე.წ „ქორები“ საკმაოდ უხვად არიან, მათ შორის, უმაღლეს თანამდებობებზე.

ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამწუხარო მოვლენებს სწრაფი და მარტივი დასასრული არ ექნება. ასადის რეჟიმის მომავალი, ქურთისტანის შექმნა-არშექმნის საკითხი, თურქეთისა და ირანის მომავალი არსებობის მოდელი და როლი რეგიონში - სანამ ეს პრობლემები თავის, თუნდაც შუალედურ გადაწყვეტას, არ იპოვის, კონფლიქტი ამა თუ იმ ფორმითა და ინტენსივობით, ალბათ გაგრძელდება

სირიაში მიმდინარე პროცესებს მარტივად აშშ-რუსეთის დაპირისპირებას ვერ ვუწოდებთ. აქ გადახლართულია უამრავი სხვა მოთამაშის ინტერესები - ირანი, თურქეთი, ისრაელი და სხვებიც. საკმაოდ რთული, სისხლიანი თამაში მიდის. ვფიქრობ, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ამ სამწუხარო მოვლენებს სწრაფი და მარტივი დასასრული არ ექნება. ასადის რეჟიმის მომავალი, ქურთისტანის შექმნა-არშექმნის საკითხი, თურქეთისა და ირანის მომავალი არსებობის მოდელი და როლი რეგიონში - სანამ ეს პრობლემები თავის, თუნდაც შუალედურ გადაწყვეტას, არ იპოვის, კონფლიქტი ამა თუ იმ ფორმითა და ინტენსივობით, ალბათ გაგრძელდება.

იმისდა მიხედვით თუ სხვა და სხვა სტადიაზე ამ საკითხების ირგვლივ როგორ დალაგდება სიტუაცია, დიდი მოთამაშეებისათვის, კერძოდ, თუნდაც, აშშ-სთვის და რუსეთისთვის სხვა და სხვა დონისა და სიძლიერის მნიშვნელობა ექნება კავკასიის რეგიონს და, შესაბამისად, საქართველოს. უფრო ღრმად ამ სპეკულაციებში წასვლა შესაძლებელია, მაგრამ მთლად სასურველი არაა, რადგან ეს ძალიან ფაქიზი და ზოგჯერ საშიში თემებიცაა.

- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ერდოღანი პრეზიდენტ პუტინის მეგობარი უფროა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპის. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ნატო თურქეთს რეგიონში საკვანძო ქვეყნად მიიჩნევს.

აშშ-ს მე-6 ფლოტმა „შავი ზღვის უსაფრთხოების“ ოპერაცია დაიწყო. ფრთოსანი ბალისტიკური რაკეთებით აღჭურვილმა შემტევმა ხომალდებმა პოზიციები დაიკავეს.

აშშ-ს საზღვაო ძალების ვიცე-მდივანმა კრისტოფერ გრადმა განაცხადა - „სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში აშშ სწრაფი ტემპით მოქმედებს“. მისივე თქმით, აშშ-ს საზღვაო ძალების შავ ზღვაში მუდმივად ყოფნა რეგიონის უსაფრთხოებაზე აშშ-ს მიერ აღებული ვალდებულებაა.

სავარაუდოდ, რას უკავშირდება შავ ზღვაში აშშ-ს საზღვაო ძალების მუდმივად ყოფნის პერსპექტივა? რადგანაც შავ ზღავში აშშ-ს გააქტიურებას „შავი ზღვის უსაფრთხოების“ ოპერაცია ჰქვია, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იგი ზღვიდან საქართველოს უსაფრთხოებასაც ვარაუდობდეს?

- თურქეთი დიდი ქვეყანაა, საკმაოდ დიდი ამბიციებით და, განსხვავებით ნატო-ს სხვა ევროპული წევრი ქვეყნებისა, ის გეოგრაფიულად არა მარტო ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მდებარეობს.

გარდა ამისა, ძველი, ძლიერი და სპეციფიურად თურქეთის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ქურთული პრობლემა მნიშვნელოვანწილად მის ახლოაღმოსავლურ მეზობლებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, თურქეთის საქციელი და პოლიტიკა ვერ იქნება სტანდარტული ევროპული ნატოს წევრი ქვეყნის მსგავსი.

შემთხვევითი არაა, რომ ნატოს გაძლიერებულ ყოფნას შავ ზღვაში თურქეთი ერდოღანამდეც კი დიდი სიმპატიებით არ უყურებდა. თუმცა, ახლა მას საკმაოდ რთული პრობლემები აქვს, ხოლო რუსეთი რამდენად სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს, თურქებმა მშვენივრად იციან.

აშშ-სთან თანამშრომლობა და ურთიერთგაგება ანკარას ახლა ჰაერივით სჭირდება. ამიტომ ნატოს და აშშ-ს გაძლიერებას შავ ზღვაში თურქეთი ამ ეტაპზე დიდად ვერ შეეწინააღმდეგება

აშშ-სთან თანამშრომლობა და ურთიერთგაგება ანკარას ახლა ჰაერივით სჭირდება. ამიტომ ნატოს და აშშ-ს გაძლიერებას შავ ზღვაში თურქეთი ამ ეტაპზე დიდად ვერ შეეწინააღმდეგება. აშშ-სთან თურქეთის ურთიერთგაგების გაძლიერების მაჩვენებელი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ამასწინანდელი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

შავი ზღვის და კავკასიის რეგიონი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე მეტ მნიშვნელობას იძენს. შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს და ნატოს სჭირდება ჩვენს რეგიონში მყარი და მშვიდი საყრდენი. ეს კი ჩვენთვის წარმოადგენს ერთგვარ შანსს უსაფრთხოების მყარი და გრძელვადიანი გარანტიების თვალსაზრისით.

- მიუხედავადა იმისა, რომ ოფიციალური ანკარა ქართული მხარისგან მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის ხელისუფლებისთვის გადაცემას ითხოვდა, ქართულმა სასამართლომ ჩაბუქი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა. ფაქტია, რომ ჩაბუქის სასამართლოზე ამერიკელი კონგრესმენების დასწრება შემთხვევით არ ყოფილა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაბუქის სასამართლოს ისტორიული უწოდა იმ თვალსაზრისით, რომ „ამერიკამ კარგად დაანახა თურქეთს, რომ ის ვერასოდეს გახდება საქართველოს „ხაზეინი“.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი თურქეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, თურქეთის პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ აჭარა და ბათუმი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო მისი ხელისუფლება ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში ეკონომიკით აღადგენს.

სულ უფრო მწვავდება ვითარება სირიაში. თურქეთი პრაქტიკულად აკონტროლებს სირიაში ქურთებით დასახლებული რაიონის საკმაოდ დიდ ნაწილს. აშშ და ანკარა სირიელი ქურთების საკითხში ვერ თანხმდებიან.

თქვენ როგორ შეაფასებდით, ჩაბუქის სასამართლო პროცესზე ამერიკელი კონგრესმენების ყოფნას? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რით დასრულდება ვაშინგტონსა და ანკარას სირიელი ქურთებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა?

- ჩაბუკის შემთხვევაში საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები როგორც დემოკრატიულმა და სამართლებრივმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ ამ გადაწყვეტილებაში სერიოზული როლი გარეშე ძლიერმა ძალებმაც ითამაშეს.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ დადგება დრო, როცა საქართველო ასეთ საკითხებში მთლიანად საკუთარი პრინციპებიდან და თავისი სახელმწიფოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ჩაბუკის შემთხვევაში საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები როგორც დემოკრატიულმა და სამართლებრივმა სახელმწიფომ. რა თქმა უნდა, იგრძნობა, რომ ამ გადაწყვეტილებაში სერიოზული როლი გარეშე ძლიერმა ძალებმაც ითამაშეს

აშშ-თურქეთის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, მათ შორის ქურთების საკითხში პროგნოზებზე თავს შევიკავებ. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ, რომ პრობლემა კიდევ დიდ ხანს იარსებებს, რაც, საწუხაროდ, მტკივნეულად აისახება უბრალო ქურთ მოსახლეობაზე.

- საქართველოში რუსულ საფრთხეებზე ბევრს კი საუბრობენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ კარგა ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

გარდა იმისა, რომ გერმანულ მედიაში ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ხმაურში „რუსული ხელი“ კარგად ჩანს, ჩვენში საკმაოდ ბევრ სფეროში ასევე მკაფიოდ ჩანს ე.წ. რუსული გავლენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო ასპარეზზე წარმატებები აშკარად აქვს, ანუ ბევრი რამ ზედმეტი ხმაურის გარეშე როგორც ჩანს, კეთდება.

ვითარებაში, როცა მიუნხენის კონფერენციამ დაგვანახა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია, თქვენ რას მიიჩნევდით დღეს საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე მთავარ საფრთხეს, ან საფრთხეებს?

- მოდით, ასე შორს ნუ წავალთ და ნუ ვივარაუდებთ, რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი რუსეთის მითითებების მიხედვით მოქმედებს. ვაღიაროთ ისიც, რომ ქართველ ვიზიტორთა შორის არიან ისეთები, ვინც მართლა პრობლემებს ქმნიან ევროპაში.

გერმანიიდან მიღებული არასასიამოვნო სიგნალი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ევროპულ საიმიგრაციო და შინაგან საქმეთა სტრუქტურებთან შესაბამისი საქართველოს სტრუქტურების ურთიერთკოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ვფიქრობ, გერმანიიდან მიღებული არასასიამოვნო სიგნალი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ევროპულ საიმიგრაციო და შინაგან საქმეთა სტრუქტურებთან შესაბამისი საქართველოს სტრუქტურების ურთიერთკოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ სფეროში ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

რაც შეეხება რუსეთს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ დასავლეთის მხრიდან გაზრდილია. ეს გამოწვეულია იმით, რომ ვაშინგტონში, ახლო აღმოსავლეთში სერიოზული სირთულეების ფონზე, სავარაუდოდ განიხილავენ ჩვენს რეგიონის, როგორც ერთგვარ ნიშისა და საყრდენის შესაძლო როლს.

ბუნებრივია, რადგან აშშ-ს და რუსეთის ინტერსები დაპირისპირებულია სირიაში, რუსეთი შეიძლება შეეცადოს გააკეთოს რაღაც ისეთი, რომ, მაგალითად კავკასიამ და კერძოდ საქართველომ დასავლეთისა და აშშ-ს საყრდენის ფუნქციის შესრულება ვერ შეძლოს. ეს შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მცდელობა თავად საქართველოში, მაგრამ, ვშიშობ, რომ უფრო მასშტაბურ მცდელობასაც ჰქონდეს ადგილი.

რუსეთი შეიძლება შეეცადოს გააკეთოს რაღაც ისეთი, რომ, მაგალითად კავკასიამ და კერძოდ საქართველომ დასავლეთისა და აშშ-ს საყრდენის ფუნქციის შესრულება ვერ შეძლოს. ეს შეიძლება იყოს დესტაბილიზაციის მცდელობა თავად საქართველოში, მაგრამ, ვშიშობ, რომ უფრო მასშტაბურ მცდელობასაც ჰქონდეს ადგილი

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც სულ ახლახანს, ამა წლის 13 თებერვალს გამოქვეყნდა. ეს არის აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის დანიელ კოუტსის მიერ ხელმოწერილი ამერიკის ყველა სადაზვერვო სამსახურის ერთობლივი ხედვა „მსოფლიო საფრთხეების შეფასება“.

ამ დოკუმენტში აშშ-ს დაზვერვის ანალიტიკოსები ცალსახად მიუთითებენ, რომ 2018 წლის განმავლობაში რუსეთი გააძლიერებს თავის ძალისხმევას პოსტ-საბჭოურ სივრცეში საკუთარი გავლენის გასაზრდელად. ამ კონტექსტში კი დოკუმენტი ცალსახად მიუთითებს, რომ არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის ხელშეწყობით ომის რეალური საფრთხე.

ბუნებრივია, ასეთი ომი დიდ საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის და, კერძოდ, საქართველოს სტაბილურობას და არსებობასაც კი. ამით, საქართველოც და კავკასიაც დაკარგავენ უნარს გახდენ ნატოს ან აშშ-ს საყრდენი რეგიონში. ბუნებრივია, რუსეთიდან ჩვენს მიმართ მომდინარე საფრთხე მრავალ განზომილებას შეიცავს, მაგრამ ეს ზემოთმოყვანილი განზომილება დღესდღეობით, ალბათ, ყველაზე აქტუალური და საშიშია. ამდენად, თუ წელს განახლდა საქართველოზე ზეწოლა აფხაზეთის გავლით სომხეთისაკენ მიმავალი რკინიგზის გახსნაზე - ეს სერიოზული განგაშის საბაბი უნდა გახდეს.

რუსეთიდან ჩვენს მიმართ მომდინარე საფრთხე მრავალ განზომილებას შეიცავს, მაგრამ თუ წელს განახლდა საქართველოზე ზეწოლა აფხაზეთის გავლით სომხეთისაკენ მიმავალი რკინიგზის გახსნაზე - ეს სერიოზული განგაშის საბაბი უნდა გახდეს

- ვინაიდან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენში ერთ-ერთ აქტიურად განხილდავი თემაა, მას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით.

როგორც ჩანს, ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში კარგად ესმით თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხებში პრობლემების შექმნა, რის გამოც უახლოეს მომავალში საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება.

მაგრამ ახლა როცა ეს თემა თითქმის ყოველ დღე გვახსენებს თავს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

თუ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას შეძლო იმის მიღწევა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის უფლება კვოტების საფუძველზე ჰქონოდათ, ამის გაკეთება საქართველომ რატომ ვერ შეძლო?

- ევრობიუროკრატიასთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან ჭიდაობა ევროკავშირთან დაახლოვების საქმეში საკმაოდ რთული ამოცანაა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამ მიმართულებით ქართულმა დიპლომატიამ დააკლო ძალისხმევა.

გადაწყვეტილების ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტული ისტორიული მომენტის და კონიუნქტურის სპეციფიკაზე. მოვა დრო და საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებენ ევროპაში მუშაობის უფლებას. თუმცა, ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვახდენდეთ ფოკუსირებას, არამედ იმაზე, რომ ღირსეული სამუშაოს შოვნა თავად საქართველოში გავხადოთ შესაძლებელი ყველასათვის.

მოლდაველებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს სულ სხვა სპეციფიკა აქვს საქართველოსაგან განსხვავებით. უკრაინის შემთხვევაში კი ვიზალიბერალიზაციის უფრო გულუხვი ვერსია უნდა განვიხილოთ როგორც გასაგები სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ქვეყნისა, რომელმაც ასეთი დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ევროინტეგრაციისთვის, გახდა აგრესიის მსხვერპლი და იმყოფება რუსეთთან აქტიური ომის მდგომარეობაში

რაც შეეხება თქვენს მაგალითებს, აუცილებელია გავითვალისწინოთ მათთან დაკავშირებული სერიოზული ფაქტორები. მოლდოვის შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში უამრავ მოლდაველს მიღებული აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და ეს პროცესი გრძელდება. შესაბამისად, ისინი ისედაც სარგებლობენ ევროკავშირის სრულუფლებიანი მაცხოვრებლების ყველა უფლებით.

მოლდოვას რუმინეთის სახით ჰყავს უაღრესად ძლიერი ლობისტი ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, მოლდაველებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს სულ სხვა სპეციფიკა აქვს საქართველოსაგან განსხვავებით. უკრაინის შემთხვევაში კი ვიზალიბერალიზაციის უფრო გულუხვი ვერსია უნდა განვიხილოთ როგორც გასაგები სოლიდარობა და მხარდაჭერა იმ ქვეყნისა, რომელმაც ასეთი დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ევროინტეგრაციისთვის, გახდა აგრესიის მსხვერპლი და იმყოფება რუსეთთან აქტიური ომის მდგომარეობაში.

- არსებულ მოცემულობაში, სავარაუდოდ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა მხარემ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები დღის წესრიგიდან უმტკივნეულოდ მოიხსნას?

- აუცილებელია, როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უკეთესი და სისტემური კოორდინაცია და თანამშრომლობა ააწყოს ევროპელ კოლეგებთან და სტრუქტურებთან.

საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში მოძრაობის სტატისტიკის უფრო მეტად გაღრმავება და სისტემატიზირება. გასაზრდელია პასუხუსმგებლობა, მათ შორის, ფინანსური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც თავისი უკანონო მიგრაციული საქციელით პოლიტიკურ პრობლემას უქმნიან ჩვენს ქვეყანას და ფინანსურ ზარალს აყენებენ მას. თუმცა, ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ დამხმარე ღონისძიებებია.

საჭიროა საქართველოს მოქალაქეების ევროპაში მოძრაობის სტატისტიკის უფრო მეტად გაღრმავება და სისტემატიზირება. გასაზრდელია პასუხუსმგებლობა, მათ შორის, ფინანსური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც თავისი უკანონო მიგრაციული საქციელით პოლიტიკურ პრობლემას უქმნიან ჩვენს ქვეყანას და ფინანსურ ზარალს აყენებენ მას

მთავარ პრობლემას ჩვენს სახლმწიფოსა და მის მოქალაქეებს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონოკიმური მდგომარეობა და სიდუხჭირე უქმნის. ასე მასობრივად ქვეყნიდან ხალხი კარგი ცხოვრების გამო რომ არ გარბის, მე მგონი, გასაგებია.

სამწუხაროდ, საქართველოში დაიკარგა რის ვაივაგლახით ნაწილობრივად მაინც მიღწეული ხვალინდელი დღის რწმენა და წინსვლის განცდა. პირველ რიგში ესაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი.

- საშინაო პოლიტიკაში პროცესების დინამიკა გარკვეული ეკლეკტიკურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ეხება როგორც ნდობადაკარგული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, ისე კორუფციის მატებასა და დამძიმებულ კრიმინოგენულ ვიტარებას, ისე საკადრო პოლიტიკას.

თუ რამეშია თანმიმდევრული მმართველი გუნდი, ეს პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების პერმანეტული დემონსტრაცია და ოპოზიციასთან არა თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა, არამედ კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნაა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კულტურა ვერა და ვერ დამკვიდრდა.

თქვენ რას მიიჩნევდით, ჩვენი საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად?

- დღევანდელ საქართველოში მოსმართლეების უვადოდ დანიშვნა კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. სახეზეა ამ სისტემის და მისი საკადრო შემადგენლობის მანკიერება. რა თქმა უნდა, არსებობენ პატიოსანი და მაღალპროფესიული მოსამართლეებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ე.წ. „ყველაფერშჩიკებად“ ჩამოყალიბდა, რომლებიც ყველა პოლიტიკურ რეჟიმს უსრულებენ ნებისმიერ პოლიტიკურ დავალებას. გახმაურებულ გვარებს აქ არ ჩამოვთვლი, ისინი ისედაც კარგადაა ცნობილი საზოგადოებისათვის.

სასამართლო სისტემა სიღრმისეულ რეფორმას და განახლებას მოითხოვს, რადგან ის მანკიერია. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ამ მანკიერების უვადოდ დამკვიდრებას გვთავაზობენ

ფაქტია, რომ სასამართლო სისტემა სიღრმისეულ რეფორმას და განახლებას მოითხოვს, რადგან ის მანკიერია. ამის სანაცვლოდ კი ჩვენ ამ მანკიერების უვადოდ დამკვიდრებას გვთავაზობენ. ვფიქრობ, უვადოდ დანიშვნაზე კი არა, ჩვენ უფრო მოსამართლეების საყოველთაო-სახალხო არჩევითობაზე უფრო უნდა ვფიქრობდეთ, რათა გავზარდოთ მათი ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და ხელი შევუწყოთ წესიერი, მცოდნე და ხალხში ავტორიტეტის მქონე ადამიანების დამკვიდრებას სისტემაში, სისტემის ცოცხალ, დინამიურ როტაციას.

კორუფციის მომძლავრებაც სახეზეა. ნებისმიერი საქმეში ჩახედული ადამიანი გეტყვით, რომ მართლა პატიოსნად ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების რაოდენობა საქართველოში მინიმუმადეა დასული. ამის უკან უკვე სისტემური კორუფციის ნიშნები იკითხება.

უვადოდ დანიშვნაზე კი არა, ჩვენ უფრო მოსამართლეების საყოველთაო-სახალხო არჩევითობაზე უფრო უნდა ვფიქრობდეთ

ამავე დროს, სახელმწიფო აპარატის უსაშველო გაბერვა ძირითადად არაკომპეტენტური ადამიანებით, უნამუსო, ჰიპერტროფირებული პრემირება, ხალხის ფულის უხვი ხარჯვა ჩინოვნიკების ფუფუნებაზე, ძვირადღირებული მანქანები, ტელეფონები, საწვავი, ბანკეტები და ა.შ., ასევე კორუფციის ნაირსახეობად მიმაჩნია.

კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ვარდისფერ ტონებში დახატულ ოფიციალურ სტატისტიკას გვთავაზობს, მაგრამ რანაირად შეცვლის ეს სტატისტიკა იმ რეალობას და მის განცდას, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე თავად გრძნობს?

გააჩნია კი ხელისუფლებას ამ სფეროში სტრატეგიული ხედვა და გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა? სამწუხაროდ, არა. და თუ ეს არ შეიცვალა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება.

მართალი ბრძანდებით, ქვეყანაში ცივილიზირებული ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და, შესაბამისად, ნორმალური დემოკრატიული პროცესი არ არსებობს.

ხელისუფლებას ღიად აქვს აღებული კურსი ოპოზიციის მარგინალიზაციაზე და თავისი რეჟიმის უვადო დამკვიდრებაზე. ოპოზიციის უმეტესობის დონე და მდგომარეობაც სავალალოა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობაში პოლიტიკურ კლასს დაკარგული აქვს ნდობა და ავტორიტეტი. თუმცა, ეს ხელისუფლებას აწყობს და ამას ხელს უწყობს, რადგან ასეთ პირობებში ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა ადვილდება

ხელისუფლებას ღიად აქვს აღებული კურსი ოპოზიციის მარგინალიზაციაზე და თავისი რეჟიმის უვადო დამკვიდრებაზე. ოპოზიციის უმეტესობის დონე და მდგომარეობაც სავალალოა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობაში პოლიტიკურ კლასს დაკარგული აქვს ნდობა და ავტორიტეტი. თუმცა, ეს ხელისუფლებას აწყობს და ამას ხელს უწყობს, რადგან ასეთ პირობებში ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა ადვილდება.

ამდენად, არსებულ პირობებში, უნდა ვაღიაროთ, 2020 წელს მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენის შანსები მნიშვნელოვნად გაზრდილია, თუ არ მოხდა რაღაც მოულოდნელი და ექსტრაორდინარული, რაც პოლიტიკურ პროცესს ამოატრიალებს.

აქედან გამომდინარე, იკვეთება ჩვენი საშინაო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემა. ზემოაღნიშნული ვითარების შემხედვარე, საქართველოს მოსახლეობა ინტენსიურად კარგავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ქმედებით მდგომარეობის კოლექტიურად გამოსწორების იმედს, ადამიანები გადადიან ინდივიდუალური გადარჩენის რეჟიმში და კარგავენ მოქალაქისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.

ერთი სიტყვით, მიდის ისედაც განუვითარებელი სამოქალაქო საზოგადოების მომდევნო დეგრადაცია. სამწუხაროა, მაგრამ ეს აწყობს მმართველ რეჟიმს, რადგან ამ პირობებში, ვიმეორებ, მას უადვილდება ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა.

თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატით დაპირისპირება ხელისუფლებასთან, შემდეგი პრეზიდენტი წინამორბედისაგან განსხვავებით, უკვე აბსოლუტურად მორჩილი და მართვადი იქნება

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, თუ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში არ გაუმჯობესდა, პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში დამძიმდება. თქვენი დაკვირვებით, არც თუ ისე სახარბიელო ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე, სავარაუდოდ, რა სიურპრიზებია მოსალოდნელი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია და ერთიანი კანდიდატით დაპირისპირება ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნება“ შეძლებს საკუთარი კანდიდატის გაყვანას, რომელიც წინამორბედისაგან განსხვავებით, უკვე აბსოლუტურად მორჩილი და მართვადი იქნება.

ამით, საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებასთან ერთად, „ოცნება“ დაასრულებს პრეზიდენტის ინსტიტუტის სრული ნიველირების უკვე კარგა ხანის წინ დაწყებულ პროცესს

„ინტერპრესნიუსი“

კობა ნებდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა