დაზღვევა მაშინ მუშაობს, როდესაც მიზნობრივი სეგმენტი სრულად არის ათვისებული (R)

„იმისთვის რომ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევამ იმუშაოს, აუცილებელია ყველა ბაზრობა, სავაჭრო ცენტრი გრძელვადიანად იყოს დაზღვეული, რაშიც საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა...“

მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 მარტიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება.

აღნიშნულ თემასთად დაკავშირებით, ტვ პირველის „საქმიან დილაში“ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორმა პაატა ლომაძემ ისაუბრა:

"ამ სისტემის მთავარი გამოწვევა ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა. დაზღვევა მაშინ მუშაობს როცა მიზნობრივი სეგმენტი სრულად არის ათვისებული. პრაქტიკულად ყველა ბაზრობა და ყველა მოვაჭრე უნდა იყოს დაზღვეული - ეს მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ ხელმისაწვდომი პაკეტი, და მეორეს მხრივ - ველაპარაკოთ საერთაშორისო დონის გადამზღვევ კომპანიებს, რომ ეს რისკი ჩვენთან ერთად გაინაწილონ.“

პაატა ლომაძის განცხადებით, საქართველოში არსებული სადაზღვევო კომპანიები დამოუკიდებლად ვერ იღებენ თავის თავზე ისეთ მაღალრისკიანი ობიექტების დაზღვევას, როგორიცაა ბაზრობები. სწორედ ამის გამო მათთვის რთული აღმოჩნდა გადამზღვევი კომპანიის მოძიება. როგორც ლომაძე აცხადებს, ჯიპიაის მოუწია ხანგრძლივი მოლაპარაკებები ეწარმოებინა ევროპულ და ამერიკულ გადამზღვევ კომპანიებთან და დაერწმუნებინა, რომ ეთანამშრომლათ მათთან იმ პერსპექტივით, რომ პროექტი გრძელვადიანია და სეგმენტს მოიცავს მთლიანად.

პაატა ლომაძე: - „იმისთვის რომ ამ პროექტმა იმუშაოს, აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა მოხდეს კანონის აღსრულება. წლის ბოლოს თუ აღმოჩნდა, რომ პირობითად, ობიექტების მხოლოდ 40%-ია დაზღვეული, ეს კანონი ვეღარ გაგრძელდება, რადგან ამგვარი მაღალი რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია ყველა ბაზრობა, მოვაჭრე გრძელვადიანად იყოს დაზღვეული, რაშიც საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა“.

პაატა ლომაძის განცხადებით, მესამე პირის მიმართ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონით გათვალისწინებულია როგორც თავად მოვაჭრეების და ბაზრობის მფლობელების, ასევე სახელმწიფოს და სადაზღვევო სექტორის ინტერესებიც. სახელმწიფოსა და სადაზღვევო სექტორის კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით კანონი ყველა მხარის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს