„პროკრედიტ ბანკის“ მენეჯმენტის წევრებმა 2017 წელს მიღწეული წარმატებები შეაჯამეს და ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს

„პროკრედიტ ბანკის“ მენეჯმენტის წევრებმა 2017 წელს მიღწეული წარმატებები შეაჯამეს, მიმდინარე წლის ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრეს და ბანკის ბიზნეს სტრატეგიაზე ღიად განაცხადეს.

ბანკის სათავო ოფისში პრესკონფერენცია „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორებმა ალექს მატუამ, ქეთევან ხუსკივაძემ, ნათია თხილაიშვილმა და დავით გაბელაშვილმა გამართეს.

როგორც ალექს მატუამ განაცხადა, 2017 წელი „პროკრედიტ ბანკ საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბანკმა დანერგა რამდენიმე წარმატებული პროექტი და მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი. უფრო კონკრეტულად, ალექს მატუას განმარტებით, ბანკის სტრატეგიის ცვლილებამ - მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტზე ფოკუსირებამ გაამართლა და 2017 წელს საკრედიტო პორტფელი 15%-მდე გაიზარდა.

„საკრედიტო პორტფელი შეადგენს 1 მილიარდ ლარს. ეს არის 133 მილიონიანი ზრდა ლარებში, რაც დაახლოებით, 15%-ია. ასეთი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია. ეს იყო სტრატეგიის ცვლილების შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი „პროკრედიტ ბანკ საქართველოსთვის“. ყველასთვის ცნობილია, რომ 2015-2016 წლებში გვქონდა პროცესი, როცა ბანკი იცვლიდა სტრატეგიას - სრულად გამოვედით მიკრო დაკრედიტებიდან და ძალიან მცირე სეგმენტიდან და მთელი რესურსის ფოკუსირება მოხდა მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში, რაც გახლავთ ჩვენი დღევანდელი სეგმენტი. ამ სტრატეგიის ფონზე, ჩვენი 15%-იანი ზრდა და 133 მილიონი ლარი არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. ჩვენც კმაყოფილი ვართ და ჩვენი გერმანელი დამფუძნებლებიც ძალიან კმაყოფილები არიან ამ შედეგით“, - განაცხადა ალექსანდრე მატუამ.

ამავე დროს, „პროკრედიტ ბანკმა“ სრულიად ინოვაციური და განსხვავებული მომსახურება შესთავაზა თავის კლიენტებს. „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორის ნათია თხილაიშვილის განმარტებით, დაინერგა სერვისი Direct banking, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და გულისხმობს საბანკო მომსახურების მიღებას ელექტრონული სერვისების მეშვეობით. ნათია თხილაიშვილის თქმით, სერვისი კომფორტულია იმ კუთხითაც, რომ კლიენტს საბანკო ოპერაციების 99%-ის განხორციელება დამოუკიდებლად შეუძლია სასურველ დროსა და სივრცეში.

„ფიზიკურ პირებს ვთავაზობთ ინოვაციურ პროექტს - Direct banking-ის მომსახურებას, რაც გულისხმობს დისტანციურად, ელექტრონული სერვისების გამოყენებით საკუთარი ანგარიშის მართვას. კლიენტს ბანკში მოუსვლელად, შეუძლია ისარგებლოს თავისი საბანკო ანგარიშებით და ასევე მიიღოს ექსკლუზიურად დაბალი საპროცენტო განაკვეთები სასესხო პროდუქტებზე. არსებულ დისტანციურ მომსახურებებში გადარიცხვებს კლიენტი უფასოდ განახორციელებს და ამასთანავე, უკონკურენტო საპროცენტო განაკვეთს ვთავაზობთ ისეთ სასესხო პროდუქტებზე, როგორიცაა ოვერდრაფტი, საინვესტიციო სესხი და იპოთეკური სესხი. რაც შეეხება თავად პაკეტს, მას აქვს ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი, რაც აბსოლუტურად რელევანტურია კლიენტის ხარჯებთან მიმართებაში და ეს არის 10-12 ლარი“, - განაცხადა ნათია თხილაიშვილმა.

„პროკრედიტ ბანკმა“ კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი, ფილიალებში 24/7-ზე ზონები თანამედროვე დიზაინით გააფორმა და ტექნოლოგიურად კლიენტზე კიდევ უფრო ორიენტირებული გახადა.

„პროკრედიტ ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან არის წარმოდგენილი. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ არის საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრი, რომლის დამფუძნებელია „პროკრედიტ ჰოლდინგი“. „პროკრედიტ ჯგუფი“ ძირითადად, წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპასა და გერმანიაში. საერთაშორისო სარეიტინგო FITCH RAITING-ის მიერ „პროკრედიტ ბანკს“ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა