ხვალ მიცვალებულთა ხსენების დღეა

დიდმარხვის მეორე შაბათს, ხვალ ტაძრებში მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა მოხსენიება მოხდება, ასევე პანაშვიდი შესრულდება.

დიდმარხვის განმავლობაში მიცვალებულთა სულების მოხსენიება შაბათის მსახურებაზე სულ სამჯერ ხდება.

4 მარტი, დიდმარხვის მეორე კვირა, კი "სინათლის მქმნელთა მარხვათა" სახელწოდებით აღინიშნება.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. საკვირაო მსახურებაზე ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც სახურავიდან ჩაუშვეს.

4 მარტს, ასევე თესალონიკელი მღვდელმთავრის წმ. გრიგოლ პალამას ხსენების დღეა. იგი მე-14 საუკუნეში მწვალებლობის, მართლმადიდებლობის არასწორად სწავლების, კერძოდ, კათოლიციზმის წინააღმდეგ გამოდიოდა.

1328-30 წლებში, ანდრონიკე III პერიოდში, პაპის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, კალიბრიიდან კონსტანტინეპოლში მეცნიერი ბერი ბარლაამი ჩავიდა. მან მოჩვენებითად მართლმადიდებლობა მიიღო, ბერად აღიკვეცა და მონასტრის იღუმენიც კი გახდა. ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც მივიდა, სადაც ისიხასტი ბერების სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო. ბარლაამი ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო.

ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ თავდაპირველად სიტყვიერი შეგონებით მიმართა ბარლაამს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი, ცნობილი "ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად" (1338).

1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული "წმიდა მთის ტომოსი". კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლმა ბარლაამს სიტყვიერ პაექრობა გაუწია, რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა