„ენერგო-პრო ჯორჯია“ - გიგი უგულავას მიღებული აქვს ცრუ ინფორმაცია და სამწუხაროა, რომ გადაუმოწმებლად ახდენს მის გავრცელებას

გიგი უგულავას მიღებული აქვს ცრუ ინფორმაცია და სამწუხაროა, რომ გადაუმოწმებლად ახდენს მის გავრცელებას, - ამის შესახებ ”ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან გიგი უგულავას ან მის წარმომადგენლებს გააცნონ სრული ინფორმაცია მსგავსი გეგმური შემოწმებების და კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიის მართლზომიერი მოთხოვნის შესახებ.

”ენერგო პრო ჯორჯია“ კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური პირის ბრალდებას, რომ თითქოს კომპანიის მხრიდან მოხდა არამართლზომიერი მოთხოვნა აღრიცხვის წრედში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით. კომპანიის წარმომადგენლების მიერ მსგავსი გეგმური შემოწმებები მუდმივად ხორციელდება კომპანიის სამოქმედო არეალში, ვანის მომსახურების ცენტრში ბოლო 2 თვის განმავლობაში 57 გადამოწმება მოხდა, აღმოჩენილია 4 ასეთი დარღვევა, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული ავტოსამრეცხაო, შესაბამისად, გიგი უგულავას აქვს მიღებული ცრუ ინფორმაცია და სამწუხაროა, რომ გადაუმოწმებლად ახდენს მის გავრცელებას“, - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ”ენერგო-პრო ჯორჯია” კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ არასოდეს ჩართულა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მომავალშიც გარანტირებულად გამორიცხავს მსგავს ქმედებას.

”ენერგო-პრო ჯორჯია“ ყოველთვის საქმიანობდა მხოლოდ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და მკაცრად გაწერილი შიდაპროცედურების შესაბამისად”, - აცხადებენ კომპანიაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს