ახალი თაობის „ტოიოტა კამრი“ - სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „ტოიოტა კავკასიამ“ ახალი თაობის კამრის პრეზენტაცია კავკასიის რეგიონის ჟურნალისტებისთვის გამართა. პრეზენტაციას სპეციალური სტუმარი, ახალი კამრის მთავარი ინჟინერი - მასატო კაცუმატა დაესწრო. მან ჟურნალისტებს თავად წარუდგინა, თავისივე შექმნილი ავტომობილი.

„ჩვენ გვსურდა შემდეგი თაობის კამრით ადამიანებთან სულიერი კონტაქტი დაგვემყარებინა, ამიტომ წარმოვადგინეთ ახალი სედანის კონცეფცია, რომელიც ფლობს უპირატესობას პერფორმანსის და პრაქტიკულობის კუთხით და ამავე დროს, მომხმარებელს ფიზიკურად და სულიერად აგრძნობინებს მართვის გამოცდილებას. ამ მანქანის განვითარებისას, დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მართვის დინამიკას და მანქანის საერთო პერფორმანსს, რისი წყალობითაც კამრის მართვის გამოცდილება თვისობრივად სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა“ - განაცხადა მასატო კაცუმატამ.

მე-8 თაობის კამრი არის ავტომობილი, რომელიც სრულად ითვალისწინებს "ტოიოტას" ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინისა და ინჟინერის ფილოსოფიას.

InterPressNews.Geავტომობილი ყველა ასპექტში იქნა ოპტიმიზირებული, ხმის იზოლაციით, ხელსაწყოთა ახალი პანელით და დაწეული ხუფით, რაც ხილვადობას აუმჯობესებს. მანქანა აღჭურვილია უსაფრთხოების სრული კომპლექტით, რომელიც გულისხმობს მფლობელის სიმშვიდეს ქალაქში და ღია გზებზე.

„ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის სეგმენტში ლიდერობის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო გაზრდა. ახლა, კავკასიის რეგიონში, ამ სეგმენტში კამრის დაახლოებით 33%-იანი ბაზრის წილი აქვს .

ტოიოტა კამრის პოპულარობას საქართველოში, პირველ რიგში, განაპირობებს ის, რომ მოდელი ჩვენს რეგიონში უკვე 12 წელია წარმოდგენილი. ამ პერიოდში მან მოიხვეჭა სახელი, როგორც საიმედო და პრესტიჟულმა ავტომობილმა.

წინა მოდელებთნ შედარებით, ახალი კამრი ყველა ასპექტში შეცვლილია: ახალი TNGA პლატფორმა, გარე დიზაინი, ინტერიერი, ახალი ძრავი, გადაცემათა კოლოფი. ყველა ასპექტში ავტომობილი გაუმჯობესებულია.“ - განმარტა ტოიოტა კავკასიის რეგიონულმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში - პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტმა, სანდრო ბერულავამ.

იმ ძირითადი ღირებულებების (QDR - ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა) შენარჩუნების პარალელურად, ახალი კამრი მძღოლს სთავაზობს ექსტერიერისა და ინტერიერის შთამბეჭდავ დიზაინს. მის ტევად სალონში დიდი სივრცეა, ხოლო უახლესი ტექნოლოგიები მართვისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას უჩვენებს ავტომობილის მფლობელს.

მე-6 თაობის შემდეგ კამრი იაპონიასა და რუსეთში იწარმოება და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. დღემდე გაყიდულია 19 მილიონი ერთეული. წლის განმავლობაში 700 000 -ზე მეტი ერთეულის გაყიდვით, კამრი რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში.

ახალი „ტოიოტა კამრის“ შეძენა შესაძლებელია „ტოიოტას“ ოფიციალურ დილერებთან : „ტოიოტა ცენტრ თბილისსა“ და „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა