ცემენტის ფარული შემოწმების შედეგად, 25 ნიმუშიდან თოთხმეტმა ტესტირება ვერ გაიარა, სამმა კი მინიმალური ხარისხი აჩვენა

საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა, ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ცემენტის ასოციაციიდან აცნობეს.

ასოციაციის ინფორმაციით, 2017 წელს „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ინიციატივით (GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა. რიგით მესამე ფარული ტესტირების შედეგად (დეკემბერი) ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები.

საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ცემენტის წილის 20 %-მდე ზრდამ ცხადყო, რომ მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე.

გასულ წელს დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს.

2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს, ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც პასუხობს შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს.

საქართველოს ცემენტის ასოციაციის დღის წესრიგშია ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში