მთავრობის PR აქტივობა სუსტია

გამჭვირვალობის ეპოქაში, საქართველოს მთავრობის საქმიანობა დემონსტრირებს საჯარო მსახურებას, საკუთარი თავით დაინტერესებულ ბიუროკრატიას, პოლარიზაციასა და მოუქნელ მართვას. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ ქმნის კომუნიკაციას პოლიტიკურად არასასურველ ჯგუფებთან და ეფექტურად ემსახურება საკუთარ ამბიციას, რეალურ დროში, კომუნიკაციის ძალასა და მთავრობის „ვირტუალურ მანდატს“ უნდა ფლობდეს სახელმწიფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურები. მათ უნდა შექმნან მთავრობის იდეალიზირებული ხედვა, შეამცირონ ინფორმაციული ქაოსი, სახელმწიფო მონაცემებს შემატონ სანდოობა და ნამდვილობა, აწარმოონ ინფორმაციული პოლიტიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტიური ღონისძიებები.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა არის დემოკრატიული, საზოგადოებრივ აზრს არ აქვს ბუნებრივი და სასურველი როლი, არ მიიღწევა სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, არ ჩანს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგები, სოციალური ორიენტირები და ეკონომიკური კეთილდღეობის მასშტაბები არის დაბალი. ამ ფონზე, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მონაცემები ცხადყოფს მხოლოდ პოპულისტურ ციფრებსა და პოლარიზებულ საქმის მდგომარეობას.

სახელმწიფო პიარ საქმიანობა და პროპაგანდისტული ინიციატივები ქმედით გავლენას ვერ ახდენს საზოგადოებრივი აქტივობის, კომუნიკაციის ზრდის, პოლიტიკურ განხილვებში „არასასურველი აზრის“ ჩართვის (მხოლოდ მხარდამჭერი სიტყვებით ქვეყანა არ შენდება), საკუთარი საზოგადოებისა (მეცნიერების, ექსპერტების, სპეციალისტების) და ქვეყანაში არსებული რესურსის ათვისებაზე.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა პირდაპირკავშირშია სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯთან და რეპუტაციასთან, რადგანაც აღნიშნულ პირთა კომუნიკაცია, პოლიტიკური აქტივობა და ეკონომიკური ტრაექტორია არ ქმნის შედეგს. უშედეგო მმართველობა სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯსაც ვერ ამაღლებს. ეს კი სამართლებრივ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში დამკვიდრდა აზრი, რომ ექსპერტი ხარ, მეცნიერი, პროფესორი, ჟურნალისტი, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი, ისაუბრე რამდენიც გინდა „ყურს არავინ იბერტყავს“. მართალია, ხელისუფლება იკვლევს და აანალიზებს საზოგადოებრივ აზრს, თუმცა რეაგირება არაეფექტიანია, ხოლო შედეგი არის მორალური წუხილი და მორალური მხარდაჭერა. პასუხისმგებლობაც კი მორალურია, რადგან ქვეყანაში ჯერ არავის აუღია პასუხისმგებლობა შეუსრულებელ გეგმებზე, განხორციელებული პროგრამების ცუდ შედეგებზე, დაგვიანებულ ნაბიჯებზე, არაეთიკურ ქცევასა და არანორმატიული ლექსიკის გამოყენებაზე.

დღეს, საზოგადოების არცერთი ჯგუფი არ არის დარჩენილი, რომელსაც ეკონომიკური მომავლის შიში არ ჰქონდეს. ამ ფონზე პრობლემები გვაქვს იმედის მომცემი ინფორმაციის, აკადემიური შეფასებების, საკომუნიკაციო აქტივობის. პროგნოზების სიზუსტის, სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციის, საზოგადოებასთან შეთანხმებითი ძალისხმევისა და პოლიტიკური ურთიერთგაგების მონახვის მიმართულებით.

საგანგაშოა მთავრობის PR აქტივობა გლობალურ პოლიტიკურ არენაზეც, რომლის „ნაყოფია“ ევროკავშირის ქვეყნებთან მიღწეული უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია.

დაბოლოს, საკითხის შეჯამების სახის უნდა აღინიშნოს, რომ გამოსავალი არის სახელმწიფო ინსტიტუტების რესტრუქტურიზაციის, რეფორმებისა და პროგრამების გატარების, მმართველობითი პასუხისმგებლობის გამკაცრების, ახალი ენერგიისა და ახალი პოლიტიკური რესურსის ფორმირებაში.

ეკონომიკის დოქტორი,

რატი აბულაძე

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს