ბინადარი ლისზე - აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად

ბინადარი ლისზე - აქციე ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად

დეველოპერული კომპანია “ბინადარი“ მომხმარებლებს 11 მარტს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს. მომხამარებელს ამ დღეს შესაძლებელობა ეძლევა ეკო პროექტში “ბინადარი ლისზე“ საცხოვრებელი ბინა ხელმისაწვდომ ფასად, კვადრატული 1100 ლარად შეიძინოს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აქციის დღეს ყველა მსურველს ექნება საშუალება დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამ პროექტის შესახებ, ასევე შეეძლება სურვილის შემთხვევაში ნახოს ტერიტორია და გახდეს ბინადარი ლისზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია “ბინადარი“ 30-31 მარტსა და 1 აპრილს „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ უძრავი ქონების გამოფენაში “არია 2018“ მიიღებს მონაწილეობას.

“სამი დღის განმავლობაში გამოფენაზე დამთვალიერებლებისათვის სპეციალური შეთავაზებები გვექნება“, - აცხადებს დეველოპერული კომპანიის კომერციული დირექტორი თეო გოგობერიშვილი.

ეკო პროექტის “ბინადარი ლისზე“ მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება და ორი ბლოკისგან შედგება: პირველი ბლოკი - 2019 წლის სექტემბერში, ხოლო მეორე - 2021 წლის მარტში დასრულდება.

InterPressNews.Ge“პროექტის მიზანია ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა ეკონომიურ, ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საკუთარი ხელფასით გადაიხადონ ბინის ღირებულება, ახალგაზრდებმა მათი დამოუკიდებელ ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდანვე განახორციელონ სწორი და გონივრული ინვესტიცია, ბავშვებიან ოჯახებს ჰქონდეთ საშუალება იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში, რაიონებიდან ჩამოსული სტუდენტების მშობლებს მიეცეთ შესაძლებლობა ქირის ნაცვლად ქალაქში შეიძინონ ბინა. ასევე ეს პროექტი არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც უბრალოდ უყვართ ბუნება, სიმშვიდე, ფეხით სიარული, კარგი ხედი და სუფთა ჰაერი“, - განაცხადა თეო გოგობერიშვილმა.

მისი თქმით, პროექტის პირველი ბლოკი მოიცავს ერთ სადარბაზოიან, 10 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ხოლო მეორე - ორ სადარბაზოიან 13 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ამასთან, ორივე ბლოკის მინუს ერთსა და ნოლ სართულზე განთავსებული იქნება ავტოსადგომი.

პროექტის მთავარი უპირატესობაა 1000 კვ.მ-მდე გამწვანებული, კეთილმოწყობილი ეზო და 20-მდე თავისუფალი ავტოსადგომი.

“გვაქვს როგორც სამ წლიანი შიდა უპროცენტო განვადება, ასევე ვთანამშრომლობთ „საქართველოს ბანკთან“ და “ვითიბი ბანკებთან“. საჭირო არ არის პირველადი შენატანი და დადასტურებული შემოსავალი. იყიდება საცხოვრებელი ფართები 40 კვ.მ.-დან“, - აღნიშნა გოგობერიშვილმა.

კომპანიის მეორე მიმდინარე პროექტია „ბინადარი ჟვანიაზე“, რომელიც ვაკეში, კეკელიძის ბოლოს, ნ. ჟვანიას ქუჩა N3-ში მდებარეობს. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო და ზუსტად 2 წელიწადში, 2019 წლის სექტემბერში დასრულდება.

პროექტი მოიცავს, 876 კვ.მ მიწის ფართზე გაშენებულ ერთ სადარბაზოიან, 15 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს. მინუს ერთ და პირველ სართულზე განთავსებული იქნება პარკინგი, მე-2 და მე-3 სართულზე - კომერციული ფართი, ხოლო მე-4-დან მე-15 სართულის ჩათვლით - საცხოვრებელ ფართს დაეთმობა (ჯამში 96 ბინა); საცხოვრებელი ბინის მინიმალური ფართი 60 კვ/მ-ია , ხოლო მაქსიმალური - სრული სართული.

ცნობისთვის, დეველოპერული კომპანია “ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ბინადარმა უკვე დაასრულა სამი დიდი პროექტი - “ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3), “ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129) და “ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63).

“დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მაშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“. - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

(R)