„ბადაგონის“ თანამშრომლების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

„ბადაგონის“ თანამშრომლების ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო გიორგი, კომპანია „ბადაგონი“ საგანგებო მდგომარეობაში აგრძელებს მუშაობას და პირნათლად ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას თხოვნით. თუმცა გვაქვს უსამართლობის განცდა და პროტესტის გრძნობა. რატომღაც არავინ საუბრობს მთავარზე - რომ კომპანიის არსებობა, მუშაობა და წარმატება ერთმნიშვნელოვად სწორედ გიორგი სალაყაიას სახელს უკავშირდება.

გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ კომპანიის ყოფილმა მოწილემ, რომელიც სულ რამდენჯერმე გვყავს ბადაგონის მეღვინეობაში ნანახი სტუმრის სტატუსით, ისიც მხოლოდ გიორგი სალაყაიასთან ერთად, აცხადებს პრეტენზიას უკვე წარმატებულ, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდზე. ეს პიროვნება არასდროს დაინტერესებულა კომპანიის და მისი თანამშრომლების ბედით მაშინ, როდესაც ბადაგონის მეღვინეობა სასტარტო მდგომარეობაში იყო და უკიდურესად უჭირდა. დღევანდელი წარმატების მიღმა კომპანიის რეალური მფლობელის, გიორგი სალაყაიას დიდი შრომა, მოძიებული ფინანსები, მრავალი უძილო ღამე და პირადი კონტაქტები დგას. დღეს შექმნილი ვითარება კი ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს.

კომპანია „ბადაგონის“ მთელი გუნდი იმედს გამოვთქვამთ, რომ სულ მალე ნათელი მოეფინება ხელოვნურად შექმნილ პრობლემას, ყოფილი მოწილის ცრუ ბრალდებები მალევე გაქარწყლდება და ჩვენ, ჩვენი ხელმძღვანელთან ერთად, კვლავ ამაყად გავაგრძელებთ ქართული ღვინისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოში. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია. გაცნობებთ, რომ „ბადაგონში“ დასაქებული 600 ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყარო აქ გამომუშავებული ხელფასია.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონო გიორგი ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და გვჯერა, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისათვის, რომ „ბადაგონმა“ გააგრძელოს წარმატებული მუშაობა.

(R)