თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილება ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის

ყველა ინდუსტრიას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროცესი, რომლის თავისებურებებიც ბიზნესის ავტომატიზაციისას აუცილებლად გასათვალისწინებელია. „ბიდიო სოლუშენსმა“ საავტორო პროგრამულ პროდუქტ „ბალანსში“ სრულად გადაწყვიტა ღვინის მწარმოებელი კომპანიების აღრიცხვის სპეციფიკა: ვენახის მოვლიდან დაწყებული, ჩამოსხმული ღვინის რეალიზაციით დამთავრებული:

InterPressNews.Ge

1. ვენახის მოვლა: ზრდადაუსრულებელი და ზრდადასრულებული ვენახების მოვლაზე გაწეული ხარჯების შესაბამისი აღრიცხვა;

2. რთველი: ყურძნის საკუთარი ვენახებიდან მიღების და შესყიდვის საშუალება: რთველის ხარჯების აღრიცხვა ფასს-ის (IFRS) მიხედვით;

3. დაწურვა: ყურძნის დაწურვის შედეგად ღვინომასალისა და ჭაჭის მიღება; თვითღირებულების ფორმირება პირდაპირი და ზედნადები ხარჯების მიხედვით;

4. შენახვა: ღვინომასალის აღრიცხვა ცისტერნების მიხედვით; დავარგების, კუპაჟირებისა და გადაღების პროცესების აღრიცხვა;

5. ჩამოსხმა: ჩამოსხმა მიღებული შეკვეთების მიხედვით; ჩამოსხმის პარტიის ღირებულების ფორმირება მატერიალური და შრომითი დანახარჯებით; ხელფასის გაანგარიშება გამოშვებული პროდუქციის მიხედვით;

6. რეალიზაცია და ექსპორტი: რეალიზაცია შიდა ბაზარზე და ექსპორტი; გაყიდვების ანალიზი ქვეყნების, ბრენდების, მოსავლის წლისა და ზონების მიხედვით. აქციზის აღრიცხვა; RS.ge-სთან სრული ინტეგრაცია.

ბალანსი ახალი თაობის სააღრიცხვო პროგრამაა თანამედროვე ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის. პროგრამა შექმნილია 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე, რაც ბალანის ტექნოლოგიებთან მეგობრობაში გამოიხატება:

• ქლაუდ ტექნოლოგია: პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SAAS), მომხმარებელი მცირე ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ სარგებლობს პროგრამით;

• ვებ ინტერფეისი: ბაზასთან წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან ყოველგვარი მეხსიერების ბარათის გარეშე;

• მობილური აპლიკაცია: კომპანიის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების კონტროლის საშუალება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

დეტალური ინფორმაციისა და დემო ვერსიისთვის ეწვიეთ საიტს: www.balance.ge ან დარეკეთ: 595 054 640; 591 047 094.

(R)