იაპონია თბილისს სახანძრო ტექნიკას გადასცემს და სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს

საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში ორი პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. პირველი პროექტი თბილისისთვის მეორადი სახანძრო ტექნიკის შეძენას ითვალისწინებს, ხოლო მეორე - სოფელ მოხეში (ადიგენი) საბავშვო ბაღის მშენებლობას.

პირველი პროექტის ფარგლებში: მეორადი სახანძრო ტექნიკა გადაეცემა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად. სახანძრო ტექნიკა განკუთვნილია ისანი-სამგორის ტერიტორიისთვის და საჭიროებისამებრ, შესაძლებელი იქნება მისი სწრაფი გადაადგილება თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე ( რაც პოტენციურად დაფარავს 27,580 ჰექტარს და გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს). იაპონიის საელჩოს დაფინანსება 99 733 აშშ დოლარს შეადგენს.

მეორე პროექტის ფარგლებში, რომელსაც განახორციელებს World Vision-საქართველო, სოფელ მოხეში აშენდება საბავშვო ბაღი და მოემსახურება მიმდებარე 8 სოფლის ბავშვებს. საბავშვო ბაღის დაფინანსება 66 395 აშშ დოლარს შეადგენს.

იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰრას განცხადებით, აღნიშნული დახმარება არის იაპონელი ხალხის კეთილი ნება. „დღეს ჩვენ ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ ხელი. ეს სფეროები მნიშვნელოვანია, როგორც იაპონიაში, ასევე საქართველოში. ჩვენ ბევრს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ, რასაც ვაკეთებთ, მინდა იცოდეთ, რომ ესაა იაპონელი ხალხის კეთილი ნება, ეს არ არის დაფინანსება იაპონიის მთავრობიდან, ეს არის დაფინანსება იაპონელი ხალხისგან. ვისურვებდი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ასეთი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას“, - განაცხადა ელჩმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, იაპონიის საელჩო გადმოგვცემს სახანძრო მანქანას, ამწე-კალათას.

„იაპონიის მთავრობა გადმოგვცემს მეორად ავტომობილს. ესაა ამწე-კალათა. ეს უბრალოდ სახანძრო მანქანა არაა, არამედ ძვირად ღირებული მანქანაა. რაც მთავარია, იაპონია კიდევ დამატებით გამოყოფს 100 000 დოლარს იმისთვის, რომ ამ ავტომობილის სრული განახლება და საჭის გადატანა მოხდეს. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამწე-კალათების და კიბეების საჭიროებაა განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. იაპონიის მთავრობის გრანტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თბილისის სახანძროს გაძლიერებისთვის, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ. ამ სფეროში იაპონიასთან თანამშრომლობის პირველი ნაბიჯია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16 642 524 აშშ დოლარი შეადგინა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება