„PepsiCo საქართველომ“ 2018 წლის ევროპის საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი მიიღო

„ვიმ-ბილ-დან საქართველოს“, რომელიც 2011 წლიდან კორპორაცია PepsiCo-ში შედის, დასაქმების გამორჩეული პირობების გამო TOP Employer Institute-მა საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო ოფიციალურად გადასცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „PepsiCo საქართველოდან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, ყოველწლიური საერთაშორისო კვლევა, რომელსაც TOP Employer Institute ატარებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო დამსაქმებლებს ავლენს, რომლებიც დასაქმებულებს გამორჩეულ პირობებს სთავაზობენ და ტალანტების განვითარებას უწყობენ ხელს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, „PepsiCo საქართველომ“ 2018 წლის გამორჩეული დამსაქმებლის სერტიფიკატი მიიღო.
„საუკეთესო დამსაქმებელთა სერტიფიცირების პროცესი მკაცრად კონტროლდება და მონაწილე დამსაქმებლისგან დარგში მოქმედი მაღალი სტანდარტების დაცვას მოითხოვს. პროცესის საიმედოობისთვის მოწმდება დამსაქმებლის თითოეული პასუხის შესაბამისობა რეალურ პირობებთან. მიღებული შედეგების მიხედვით, „PepsiCo საქართველომ“ მსოფლიოს სერტიფიცირებულ საუკეთესო დამსაქმებელთა შორის საამაყო ადგილი დაიკავა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, TOP Employer Institute-მა შეაფასა დასაქმებულთა პირობები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით - ტალანტების მართვის სტრატეგია, პერსონალის დაგეგმვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლა და განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, ლიდერობის განვითარება, კარიერული განვითარება, კომპენსაცია და ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა.
„ჩვენს კვლევებში ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც სერტიფიცირებული გახდნენ, როგორც 2018 წლის ტოპ დამსაქმებლები, პირველ ადგილზე დააყენონ თანამშრომლების განვითარება და უწყვეტად იმუშაონ ადამიანური რესურსების განვითარებაზე. მას შემდეგ, რაც “PepsiCo საქართველომ“ მიიღო ევროპის 2018 წლის ტოპ დამსაქმებლის სერტიფიცირება, მას შეუძლია საკუთარი თავი ჩათვალოს მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების ჯგუფის ნაწილად. ეს ის მიღწევაა, რითიც უნდა იამაყოს დამსაქმებელმა“, - განაცხადა TOP Employer Institute-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ პლინკმა.
როგორც ცნობილია, PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აშშ-ში 1965 წელს დაარსდა. ის 200-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 270 000-მდე დასაქმებული ჰყავს, მათ შორის, 300-მდე ადამიანი საქართველოში. 2011 წელს საქართველოში PepsiCo-ს ჯგუფს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“ შეუერთდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, PepsiCo-ს მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდებიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - „სოფლის ნობათი“, Чудо, Домик в деревне და ახლახანს ბაზარზე გამოჩენილი „რჩეული“. წვენების კატეგორიიდან - Sandora, Садачок, Фруктовый Сад. „სნეკების“ კატეგორიიდან - Lays, Doritos, Хрус Team. გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - Pepsi, Mirinda, 7Up და Aquafina.
კომპანია „PepsiCo“-ს ყველა აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ბაზარზე მოწინავე პოზიციები უჭირავს.
(R)

























