გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა „GET”-მა საქართველოს საბანკო სექტორის შესახებ მონიტორინგის პრეზენტაცია გამართა

2018 წლის 14 მარტს ISET-ში გაიმართა პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც დოქტორმა რიკარდო გიუჩიმ და გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფის „GET” საქართველოს გუნდის ლიდერმა, ფინანსური სექტორის ექსპერტმა, დოქტორმა ალექსანდერ ლემანმა საქართველოს საბანკო სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინეს. ეს პროდუქტი რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. მასზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ საბანკო სექტორი ინვესტიციის გარემოს მნიშვნელოვანი აქტივია.

ძირითადი მიგნებები:

• საბანკო სექტორის კონსოლიდირება გრძელდება; სესხის პროცენტის შემცირება და სექტორში ეფექტიანობის გაუმჯობესება იმაზე მეტყველებს, რომ კონკურენცია კარგად მუშაობს.

• კორპორატიული მართვის პრაქტიკა ორი ქართული უმსხვილესი ბანკის უცხოური წილებით ხასიათდება. მთავრობამ ადგილობრივი კანონი ამ კუთხით კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.

• სისტემა კარგად გაუმკლავდა გაცვლითი კურსის ცვალებადობას. ბანკების კაპიტალის თანაფარდობას საკმარისი რეზერვი (ეწ. „ბუფერი“) გააჩნია.

• კრედიტზე ხელმისაწვდომობა მთლიანობაში დადებითია, თუმცა, მცირე და საშუალო საწარმოების კრედიტების ზრდამ საცალო სესხების მატებას ფეხი ვერ აუწყო.

პრესკონფერენციას წერილობითი და სატელევიზიო მედიის რამდენიმე წარმომედგენელი დაესწრო და ეს შესაძლებლობა ექსპერტებისათვის კითხვების დასასმელად გამოიყენეს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო