ბადაგონი კვლავ გამარჯვებულია

ბადაგონი კვლავ გამარჯვებულია

ბადაგონის ტიტულოვანმა ღვინოებმა “SAPERAVI RESERVE 2010” და „ALAVERDI TRADITION“ ესპანეთში გამართულ პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე „Catavinum World Wine & Spirits Competition” ოქროს მედლები მოიპოვა!

კონკურსში მონაწილეობას 4000-მდე ღვინო იღებდა 20-ზე მეტი ქვეყნიდან. გამარჯვებული ღვინოები კონკურსის საპატიო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც სახელგანთქმული ღვინის ექსპერტების, სომელიეებისა და ენოლოგებისაგან იყო დაკომპლექტებული.

ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციის საქმეში. ვულოცავთ ბადაგონის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!