,,სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

"სიდას“ თანამშრომლები ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ორგანიზაციის თანმაშრომლები ეხმაურებიან „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას და სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიას, სადაც „ქალთა მოძრაობა“, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს, სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

„გვსურს ხაზგასმით დავაფიქსიროთ, შემდეგი - „სიდას“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლები ვგმობთ ყოველგვარი სახის შევიწროებას, მათ შორის სექსუალური ხასიათის. გვჯერა, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საშუალება აიმაღლოს ხმა, დაიცვას საკუთარი და სხვისი უფლებები და ხელი შეუწყოს მსგავსი ფაქტების გამოვლენას და აღმოფხვრას.

ჩვენს ორგანიზაციაში არსებობს თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე აყვანისა და პროფესიული განვითარების გაწერილი სრულად გამჭვირვალე პოლიტიკა და განხორციელების ეტაპზე ამ პროცესს უძღვება „სიდას“ ადმინისტრაციული გუნდი შესაბამისი მიმართულების მენეჯერებთან ერთად. შესაბამისად, გამორიცხულია ორგანიზაციის რომელიმე კონკრეტულმა თანამშრომელმა, მათ შორის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექსუალური შევიწროების მოტივით არამართლზომიერად გამოიყენოს საკუთარი თანამდებობა თანამშრომლის აყვანის ეტაპზე.

ორგანიზაციაში არსებობს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის გაწერილი პოლიტიკა და საჩივრის მექანიზმი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ თანამშრომელს. ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლების მხრიდან არ დაფიქსირებულა შევიწროების არც ერთი ქეისი. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თანამშრომლების შევიწროებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში, არის სიცრუე.

აქვე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქალთა მოძრაობის“ მხრიდან ზვიად დევდარიანის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი წერილის გავრცელება საეჭვოდ ემთხვევა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატად, რაც მიზნად ისახავს საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების და სახალხო დამცველის მხარდაჭერის მქონე, დამოუკიდებელი, ობიექტური, მიუკერძოებელი და გამოცდილი წევრის არჩევის გართულებას.

ჩვენი აზრით, გავრცელებული განცხადებით ჩრდილი ადგება, არა მარტო ზვიად დევდარიანის პროფესიულ საქმიანობას, არამედ „სიდას“ და მისი თანამშრომლების ღირსებას და რეპუტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ საქმიანობის ქვაკუთხედს უკვე 16 წელია ადამიანის უფლებების დაცვა და სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. ჩვენი ორგანიზაცია მაღალი პროფესიული სტანდარტითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის ქვეშ ოპერირებს. ზვიად დევდარიანი კი არის „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც არჩეულია ორგანიზაციის გამგეობის მიერ“,- ნათქვამია „სიდას“ თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ორგანიზაციიის 27 თანამშრომელი: შორენა კოჭლამაზაშვილი, ნინო ჩიტორელიძე, ნუგზარ არველაძე, ნინო დემეტრაშვილი, თორნიკე აბაშიძე, თეონა კილაძე, ეთუნა ცოტნიაშვილი, შორენა მეგრელიშვილი, ქეთევან ბერაძე, სალომე ზურაბიშვილი, ხათუნა მენაბდიშვილი, რომან ცაბუტაშვილი, რუსუდან მეტრეველი, ლიკა კასრაძე, მალხაზ ირემაძე, თეკლა ლათიბაშვილი, ქეთევან ჩიტაშვილი, დავით თარიმანიშვილი, ჯუმბერ მარუაშვილი, დიანა დუნდუა, რევაზ ბარბაქაძე, ნინო შოშიაშვილი, ნატა შარიქაძე, ციური ბესიაშვილი, ნაზი ბურდულაძე, მარიკა წიქორიძე, ანა პაპავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე