სავალდებულო გენდერული კვოტირება, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემასაც შეეხოს

პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს.

პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, რომელმაც საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და რომლის პლენარულ სხდომაზე განხილვა იგეგმება, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას მმართველმა გუნდმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილა. “ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, შედგა შეთანხმება კანონპროექტის იმგვარად კორექტირებაზე, რომ უშუალოდ პარტიულ სიაში (პროპორციული სისტემით) ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებთან მიმართებაში - ყოველი მეექვსე მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას პარლამენტის 73 მაჟორიტარული ოლქიდან სულ მცირე 12 მაჟორიტარულ ოლქში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის წარდგენა მოუწევს.

უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ასევე მაჟორიტარულ სისტემასაც.

“ქართული ოცნება“ მზად არის პოზიტიური დისკრიმინაციის აქტის შესადგენად, რაც უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირდა. ასევე დამსწრეთა უმრავლესობის აზრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც. დეტალებზე მუშაობა მოგვიწევს, რა რაოდენობითა და როგორ შეიძლება მოხდეს სავალდებულო კვოტირება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის, რათა ჯამში ეს არ იყოს პარლამენტის საერთო წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ზე ნაკლები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა.

უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებას მხარს არ უჭერენ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის