2 აპრილი, აუტიზმის მსოფლიო დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. საზოგადოების ყველა წევრმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლისკენ, რათა მათ შეძლონ თანასწორი უფლებებით სარგებლობა. ამ პირების მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებისთვის მნიშვნელოვანია სათანადო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას მისცემთ, აქტიურად იქნან ჩართულები სხვადასხვა საზოგადოებრივ პროცესებში.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, "ლოპოტა სპა რეზორტზე" გაიმართა სხვადასხვა აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აუტისტური სპექტრისა და აუტიზმის მქონე ბავშვებმა, მათ ჩაუტარდათ რაიდთერაპია.
“რაიდთერაპია ძალიან საინტერესო მეთოდია, იმიტომ რომ მასში მოქმედებს როგორც ბიომექანიკური ფაქტორი, ანუ ცხენის ზურგიდან წამოსული რხევები, პაციენტის რეცეპტორული ველის დადებითი ემოციები, რასაც მოსდევს ორგანიზმის გააქტიურება, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ცხენზე ამხედრება ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უმყარებს. მას ემორჩილება ცხოველი, ზემოდან დაჰყურებს არემარეს, გარშემომყოფებს, თავს გამარჯვებულად, ძლიერად გრძნობს. ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს დაავადებების მკურნალობას”, - ამბობს დინა ანთელავა იპოთერაპევტი/ფსიქოტერაპევტი, რომელიც მიწვეულ იქნა "ლოპოტა სპა რეზორტის" მიერ.
აღნიშნული დღის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
(R)

























