დევდარიანის ადვოკატი - შსს-ს მოწოდების მიუხედავად, ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით არავის მიუმართავს, თუ ისინი არ მიდიან, ჩვენ მათ დროის მოკლე მონაკვეთში ვამხელთ

ზვიად დევდარიანი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მზაობას გამოთქვამს, მოხდეს მასთან გასაუბრება და სამართლებრივი პროცედურების განხორციელება, - ამის შესახებ „სიდას“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, არც ერთი ნაბიჯი, რომელიც ზვიად დევდარიანის მიმართ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამასთან, ადვოკატი აპირებს ზვიად დევდარიანის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე სასამართლოს მიმართოს.

„მივმართავ შსს-ს, რომელმაც ადევნების ფაქტზე დაიწყო ძიება, მიგვიწვიოს. ჩვენ მზად ვართ გასაუბრებისთვის, ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურისთვის, რათა პოზიცია დავასაბუთოთ. ამასთან, ათ დღეზე მეტია, ფაქტზე ძიებაა დაწყებული. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, არავის მიუმართავს ე.წ. შელახული უფლებების დაცვის მოთხოვნით. თუ ისინი არ მიდიან, ჩვენ ვამხელთ დროის მოკლე მონაკვეთში ამ პირებს, რომელთაც ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება. ჩვენ ასევე ვაპირებთ სამოქალაქო სარჩელი შევიტანოთ ზვიად დევდარიანის და ზოგადად ამ ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მოთხოვნით. მოპასუხეები კონკრეტული პირები იქნებიან ”, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ადოკატის თქმით, თუ ვინ არიან ეს პირები, მას აქვს ინფორმაცია, თუმცა ამ ეტაპზე გასაჯაროებისგან თავს შეიკავებს.

გაბუნიას განცხადებით, ისინი მოითხოვენ ასევე დაიწყოს ძიება მათ მიმართ, ვინც შელახა ზვიად დევდარიანის უფლებები, კერძოდ, დაარღვია პირადი მიმოწერის საიდუმლოება და გადასცა მესამე პირს პირადი მიმოწერა, რათა მომხდარიყო ზვიად დევდარიანის დისკრედიტაცია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო