სილქნეტმა შემეცნებით საღამოს უმასპინძლა

მსოფლიო პრემიერის კვალდაკვალ, SilkTV-ის მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს დარენ არანოვსკის შემეცნებით დოკუმენტურ სერიალს "One Strange Rock". ეს არის არაჩვეულებრივი ამბავი დედამიწის შესახებ, რომელსაც მსახიობი უილ სმიტი გვიყვება. ასტრონავტების ჯგუფი კი დეტალურად აღწერს კოსმოსიდან დანახულ ჩვენს პლანეტას, ისინი გვიზიარებენ არამარტო მეცნიერულ ანალიზს, არამედ პირად ემოციას დედამიწის ფორმების ჩამომყალიბებელი შტორმებიდან, ატმოსფეროსთვის სიცოცხლის მიმცემი ჟანგბადის მოლეკულებამდე.

სილქნეტმა ფილმის პირველი ეპიზოდის საპრემიერო ჩვენება მზიურის ამფითეატრში გამართა. პროფესორმა ზაზა ოსმანოვმა დამსწრეთ გააცნო მეცნიერების ახალი მიღწევები და წაიკითხა ლექცია "სხვა თვალით დანახული დედამიწა".

10 ეპიზოდისგან შემდგარი ფილმი National Geographic Channel-ზე გადის. არხს ენის ცვლის შესაძლებლობა აქვს და მსურველს ორიგინალში ყურების საშუალებას აძლევს. დიდ ეკრანზე ეს ფილმი ულამაზესი და ძალიან ეფექტურია. ყოველი ახალი ეპიზოდის თვალის მიდევნება კვირაობით 19:00 და 23:00საათზეა შესაძლებელი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო