სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში მართლმსაჯულება გახდა უაღრესად პოლიტიზებული

„ქართული ოცნების“ პირობებში მართლმსაჯულება გახდა უაღრესად პოლიტიზებული - პატიმრები ციხეში არიან პოლიტიკური ნიშნით, ადამიანების გათავისუფლება კი ხდება მხოლოდ უმრავლესობის პოლიტიკური შეხედულებებით, ამას ემატება პრეზიდენტ მარგველაშვილის დამოკიდებულებაც და ნეპოტისტური ნიშნით ციხიდან ადამიანის გათავისუფლება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძე პრეზიდენტის მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ქორიძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ სახელით მინდა გამოვეხმაურო იმ სკანდალს, რომელიც აგორდა შეწყალებასთან დაკავშირებით ქორიძის საქმეზე ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა იმ დაპირებით, რომ სურდა მოეგვარებინა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები, რომლის ნაწილიც მართლაც არსებობდა 2012 წლამდე, მაგრამ მიუხედავად ამ დაპირებისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ მანდატი ხალხისგან, რათა მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემები მოეგვარებინათ, მათ კიდევ უფრო დაამძიმეს და გააუარესეს ამ სფეროში სიტუაცია.

ის ურთიერთბრალდება, რომელიც ჩვენ გვესმის ბოლო პერიოდში დიდი ქართული ოჯახის სხვადასხვა წევრებისგან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან და მათ შორის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტისგან, რომელიც მერე განუდგა ამ გუნდს, რეალურად ორივე მხარე არის მართალი, ბრალდებები ერთმანეთის მიმართ არის მართალი. კონკრეტულად რას ვგულისხმობ ამაში? ერთი მხრივ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვნახეთ, რომ მართლმსაჯულება გახდა უაღრესად პოლიტიზებული. არა მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური ნიშნით არიან პატიმრები ციხეში, არამედ ის, რომ ადამიანების გათავისუფლება ხდება პოლიტიკური ნიშნით და ის წერილი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან მიწერილი პრეზიდენტზე, არის ამის ნათელი წერტილი როგორ ხდებოდა ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ ამას ასევე დაემატა მეორე ძალიან შემაშფოთებელი ვითარება, რომლის კარგი გამოვლინება არის პრეზიდენტ მარგველაშვილის დამოკიდებულება, რომ მან ნეპოტისტური ნიშნით გაათავისუფლა კონკრეტული ადამიანი ციხიდან. ეს ორი პრობლემა ბოლო წლებში სერიოზულად დამამძიმებელი გახდა მართლმსაჯულებისთვის განსხვავებით იმ დროისა, რომელსაც ასე აკრიტიკებდა „ქართული ოცნება“ ანუ 2012 წლამდე არსებულ ვითარებას.

ეს ყველაფერი არის უკიდურესად ცინიკური იმის ფონზე, რომ საქართველოში ნამდვილად არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელზეც არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება და ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით და მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ როგორც ვხედავთ ის ხელმძღვანელობს იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც იღებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად უყურებდეს, როგორ ნადგურდება საქართველოს იმიჯი იმიტომ, რომ არ სრულდება სტრასბურგის გადაწყვეტილება, ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ მიზნებისთვის მუშაობენ. რომ შევაჯამო, ამის მოგვარებას სჭირდება ერთადერთი რამ - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წააგოს არჩევნები ჯერ ვანსა და ხონში და მერე 2020-ში საერთოდ დაემშვიდობოს ხელისუფლებას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს