აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი წინამორბედებისგან არავინ ეპყრობოდა რუსეთს ისე ხისტად, როგორც ის ეპყრობა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემი წინამორბედებისგან არავინ ყოფილა რუსეთთან მიმართებაში ისე ხისტი, როგორც მე ვარ“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება კარგი იქნებოდა.
„თუ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებს დავალაგებთ, ეს კარგი იქნებოდა და არა ცუდი. ამაზე ყველა თანხმდება, გარდა ძალიან სულელი ხალხისა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"