11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - ცხენის და ვირის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარული არ არის

საქართველოში ცხენის და ვირის ხორცი აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარული არ არის, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარია, რომ პირუტყვი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ჩატარებული ჰქონდეს შესაბამისი შემოწმება.

“საქართველოს კანონმდებლობით კენტჩლიქიანი ცხოველის, ამ შემთხვევაში ვირის და ცხენის ხორცი აკრძალული ნამდვილად არ არის. მეტიც, გარკვეულ ქვეყნებში დელიკატესადაც არის ცხენის ხორცი მიჩნეული. თემა არის ის, რომ საქართველოში ამ სახის ხორცი პოპულარულად არ არის მიჩნეული. ასევე უნდა ვთქვა, რომ ცხენის ხორცი, თუ ის შესაბამისი წესებით არის დამზადებული, ადამიანის სიცოცხლისთვის არ არის მავნებელი. თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი სწორედ ცხენის ხორცით არის დამზადებული და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ცხოველი უნდა იყოს სასაკლაოს წესით დაკლული. დაკვლამდე ცხოველს უტარდება შემოწმება, ასევე დაკვლის შემდგომი შემოწმება, რომელსაც ვეტერინარი ატარებს, მხოლოდ მისი დადებითი დასკვნის შემდეგ, შეიძლება რომ ეს ხორცი განთავსდეს სარეალიზაციოდ. ყველა უკვე შემოწმებულ შემთხვევაში სწორედ ეს პროცედურები იყო დარღვეული“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეს“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე მწარმოებელი ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო, 1000 ლარით დააჯარიმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია