პრემიერ-მინისტრი - აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს

აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილებები და ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს.

მისივე თქმით, აგროდაზღვევის დასაფინანსებლად წელს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„მოგეხსენებათ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო უკვე მეხუთე წელია აგროდაზრვევის პროექტს ახორციელებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე 70%-ით, ხოლო ვაზზე 50%-ით ითვალისწინებს. აგროდაზღვევის პროექტით, 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 000-მდე ჰექტარს შეადგენდა და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი. წელს ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წლიდან წლამდე პროექტი, საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში ფერმერთა ჩართულობის მხრივ და წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. ანუ ეს ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს თუ მცირე ფერმერს უნდა რომ ისარგებლოს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაციის პროცესი სავარგულების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის კუთხით და ამიტომ ეს ახალი ინიციატივა წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი