ირაკლი კობახიძე - პარლამენტი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს

პარლამენტი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. კობახიძის განცხადებით, სხვადასხვა უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და პარლამენტი ამ პროცესს დააკვირდება.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად შევჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. ვადა არის განსაზღვრული და ჩვენ, ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს შესაბამის პროცესს. არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პროკურატურის მხრიდან, სხვა უწყებების მხრიდან, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სიის შედგენას. ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.