პარლამენტი დეპუტატის ეთიკის კოდექსის მიღების საკითხზე მსჯელობს

პარლამენტი დეპუტატის ეთიკის კოდექსის მიღების საკითხზე მსჯელობს. პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის წარდგენილია პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ასევე, დადგენილების პროექტი - პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიიღების შესახებ, რომელსაც დეპუტატებს ირინა ფრუიძე აცნობს.

ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: - კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.

ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც ეთიკის საბჭო განიხილავს. ეთიკის საბჭო მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება და იგი კოდექსის აღსრულების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეთიკის კოდექსის მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს.

პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით); ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა