სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-ს საგანგებო განცხადება

სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია"-ს საგანგებო განცხადება

რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „Global Benefits Georgia” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

სადაზღვევო კომპანია ადასტურებს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეების სამედიცინო ინტერვენცია, როგორც გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალიზაცია, ისე მედიკამენტური და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯი სრულად დაფარულია სადაზღვევო პოლისით, რომლითაც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი უზრუნველყოფს მათთან დასაქმებულ პერსონალს. ამასთან, თანამშრომელთათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მიწისქვეშა სამუშაოებთან, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით გათვალისწინებული ლიმიტის გარდა მოქმედებს სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა და შექმნილია სპეციალური სადაზღვევო ფონდი, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს წარმოქმნილი ფინანსური დანახარჯების კომპენსაციას.

(R)