დაბა ლაითურში 30 ჰექტრამდე ფართობზე ბუჩქნარი იწვის

დაბა ლაითურში 30 ჰექტრამდე ფართობზე ბუჩქნარს ცეცხლი უკიდია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო სამსახურები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი ქარის გამო დიდ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე იმყოფება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თითიბაძე.

„ხანძარი, დაახლოებით 20 წუთის წინ გაჩნდა. ოზურგეთის სახანძრო სამსახურმა, დროული რეაგირების შედეგად, თითქმის მთლიან ფართობზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. დარჩენილია მცირე კერები. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის", - აღნიშნა თოთიბაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება