გიორგი კვირიკაშვილი - არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება არ არსებობს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერმა მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უმრავლესობაში არც მისი და არც ნებისმიერი სხვისი დაჯგუფება არ არსებობს.

"იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები, ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული. იმ რეალობაში სადაც ჩვენ ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. უმრავლესობის დაშლას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ არანაირი ჩემი დაჯგუფება თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. ეს მინდა ვუთხრა მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას- ნუ გააკეთებენ ამას იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი. ეს სტაბილურობა არის უდიდესი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების და ამ სტაბილურობას ვერაფერი ვერ დაემუქრება საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება